ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენების თანახმად, ევროპის რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ექიმი მოდის. ჯანმოს მონაცემებით, 2014-2021 წლებში მსოფლიოს მასშტაბით 10 ათას ადამიანზე 36,6 ექიმი მოდის. აშშ-ში ეს მაჩვენებელი 24,5-ია, თურქეთში 21, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 7,7, აფრიკაში კი 2,9.


უთანასწორობა დიდია მედდებისა და მეანების რაოდენობის კუთხითაც. ევროპაში ყოველ 10 ათას ადამიანზე 83,4 მედდა და მეანია დასაქმებული, აფრიკაში კი ყოველ 10 ათას ადამიანზე 13 სამედიცინო პერსონალი მოდის. 
ყველაზე მეტი სტომატოლოგი რეგიონებს შორის ასევე ევროპაშია - 6,2 ექიმი 10 ათას ადამიანზე, აფრიკაში კი ეს რიცხვი 0,3-ია. ფარმაცევტებისა და სტომატოლოგების რიცხვი აფრიკაში 10 ათას ადამიანზე 1-ზე ნაკლებს შეადგენს.

რაც შეეხება მონაცემებს ცალკეული ქვეყნების მიხედვით, ჯანმოს მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობით პირველ ადგილზე კუბაა, სადაც 10 ათას ადამიანზე 84,3 ექიმი მოდის, მას მონაკო და შვედეთი მოსდევს. 

10 ათას ადამიანზე ექიმების რაოდენობით მსოფლიოს 10 ლიდერს შორისაა საბერძნეთი, ბელგია, ურუგვაი, სან-მარინო, პორტუგალია, მალტა და ჩეხეთი. 


არის აფრიკული ქვეყნები, სადაც 10 ათას მოსახლეზე 1 ექიმიც კი არ არის. 

ჯანმოს მონაცემებით, ყველაზე მეტი ფარმაცევტი იაპონიას ჰყავს, სადაც 10 ათას ადამიანზე 20 ფარმაცევტი მოდის. აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში კი ეს მაჩვენებელი 0,1%-ს შეადგენს. 


მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ 2020 წელს ჯანდაცვაზე გლობალური ხარჯებმა 9 ტრილიონი დოლარი შადგინა, საიდანაც 80%-ზე მეტი მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის.