დეკემბრის მონაცემებით, ჯანდაცვა ერთერთი ლიდერი სექტორია ფასების შემცირების კუთხით. საქსტატის მონაცემებით, დეკემბრის თვის მაჩვენებლით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯანდაცვის სექტორში ფასები 3,1%-ით შემცირდა. ჯანდაცვის სექტორთან შედარებით ფასები უფრო მეტად, თუმცა უმნიშვნელო სხვაობით (3,2%) შემცირდა ავეჯის, საოჯახო ნივთების, მორთულობისა და სახლის მოვლა-შეკეთების ჯგუფში. 
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2023 წლის დეკემბერი) საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა.

ჯანდაცვის ჯგუფში ფასების კლება მედიკამენტების გაიაფების შედეგია. ეს კი, თავის მხრივ, რეფერენტული ფასების დაწესებითა და თურქეთის ბაზრის გახსნითაა განპირობებული.