საქართველოში პრეზერვატივების იმპორტი შემცირდა - საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის ორ კვარტალში ქვეყანაში 853,5 ათასი დოლარის ღირებულების, 17,8 ტონა პრეზერვატივი შემოვიდა. შარშან, იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, მილიონ 100 ათასი დოლარი და 21,6 ტონა იყო.

 
მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემებით, მთავარი იმპორტიორი (6.1 ტონა და  570 ათასი აშშ დოლარი) რუსეთია, მას მოსდევს ლატვია (4.8 ტონა და 178 ათასი დოლარი)  და მალიაიზია (2.4 ტონა და 24.3 ათასი დოლარი)

ჩინეთი და თურქეთი ბოლო ადგილებს ინაწილებენ 0,3 და 0,2 ტონით.

იმპორტიორებს შორის არიან გერმანია და იტალიაც.