გასულ წელს სახელმწიფომ მშობიარობა, საკეისრო კვეთა და მაღალი რისკის ორსულთა სტაციონარული მომსახურება 25 მილიონი ლარით დააფინანსა. სულ დაფინანსდა 37 100 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ, 2023 წლის ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბრიდან მშობიარობასა და საკეისრო კვეთაზე ტარიფები გაიზარდა, გათანაბრდა და დიარჯი სისტემა ამ მიმართულებითაც ამოქმედდა.

ამასთან, გაფართოვდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური კომპონენტი.