ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტზე იმსჯელა, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებას ითვალისწინებს.
საკითხი - „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამა)“ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას, რომელიც ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამას მოიცავს, წელს მოეწერა ხელი. პროგრამის ძირითადი მიზანია ჯანდაცვის სექტორის მმართველობის, დაფინანსების ეფექტურობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. იგი მოიცავს: პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული ამბულატორიული მოვლისა და დიაგნოსტიკური სერვისებისთვის მოსახლეობისთვის შეთავაზებული შეღავათების გაზრდასა და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შემცირებას; მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას მომსახურების ყველა დონეზე გაზრდილი სტრატეგიული შესყიდვების გზით; ციფრული საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესებას, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის პროგრამებისა და ჯანდაცვის სექტორზე სახელმწიფო ხარჯების უფრო ეფექტურად მართვისთვის; მმართველობის გაუმჯობესებასა და გაწეული მომსახურების ხარისხის ანგარიშვალდებულებას.
პროგრამის დასრულების სავარაუდო თარიღი 2025 წლის 30 აპრილია. როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში, ბანკის მიერ გამოყოფილი იქნება ფინანსური რესურსი 46 მლნ 275 ათასი ევროს ოდენობის სესხის სახით, რომელიც ორი ტრანშისგან შედგება.
თანხის ნახევარი უკვე წელს გადმოირიცხება. სესხის ხანგრძლივობა 15 წელია, მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 3 წელი. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
„აზიის განვითარების ბანკთან გასულ წელს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა დაიწყო. მიზნები, რაც გარკვეულწილად უკავშირდება ამ სასესხო შეთანხმებას, არის ჩვენი სტრატეგიული მიზნები - პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება, ხარისხის და მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით პირველად ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ჩვენი ინტერესია, რომ ყოვლისმომცველი, გაუმჯობესებული პაკეტი რაც შეიძლება სწრაფად შევთავაზოთ მოსახლეობას“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის შეფასებით, საჭირო და მნიშვნელოვანი შეთანხმებაა, შესაბამისად, პარლამენტი, კომიტეტი მზადაა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობისათვის.
ჯანდაცვის სექტორის განვითარებისთვის ქვეყანა აზიის განვითარების ბანკისგან 46,3 მლნ ევროს სესხს მიიღებს

ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია შეიძინოს არომათერაპიის სფეროს ლიდერი ბრენდი ფიურესენშელი (Puressentiel) PSP-ს აფთიაქებში.სახელწოდება Puressentiel ასახავს ბრენდის ბუნებრივ, სუფთა და აუცილებელ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ ფილოსოფიას - ეთერზეთების გამოყენებას ჯანმრთელობისა და ყოველდღიური კომფორტისთვის. პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი გამოირჩევა სწრაფი მოქმედებით, სასიამოვნო სურნელით და ტექსტურით, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, მგრძნობიარე კანისთვის. ყველა პროდუქტი იწარმოება საფრანგეთში, კერძოდ, დრომის რეგიონში, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშიმოპოვებული მცენარეების გამოყენებით.კომპანიის სპეციალიზაციაა 100%-ით სუფთა, ბუნებრივი, მაღალი ხარისხის ეთერზეთებსა და მცენარეული ექსტრაქტებზე დამზადებული გამაჯანსაღებელი პროდუქტების წარმოება.პროდუქცია არ შეიცავს სინთეზურ კონსერვანტებს, საღებავებს, არომატიზატორებს ან ქიმიურ ინგრედიენტებს.ბრენდის უნიკალურობას ქმნის პროდუქციის გამოშვების ინოვაციური ფორმები და გამოყენების სიმარტივე: როლერი, ინჰალატორი, გელი, სპრეი, საწუწნი ტაბლეტები და ა.შ. კომპანიის მისიაა „გახადოს ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“.ზაფხულის პერიოდის გათვალისწინებით განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ბუნებრივ ეთერზეთებზე შექმნილი მწერების ნაკბენის საწინააღმდეგო საშუალებები, რომელიც არა მხოლოდ იცავს მწერების ნაკბენისგან, არამედ ხელს უწყობს უკვე არსებული გაღიზიანების, ქავილისა და შეშუპების სწრაფ შეჩერებას. უსაფრთხო ფორმულა, რომელიც არ შეიცავს პარაფინებს, სინთეზურ საღებავებსა და არომატიზატორებს, თამამად გამოყენების საშუალებას იძლევა ბავშვებსა და მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვისაც. დამატებით, ბუნებრივი ინგრედიენტები უზრუნველყოფენ სასიამოვნო სურნელს.განსაკუთრებით სიცხისა და ხანგრძლივი ფიზიკური აქტივობის ფონზე, ხშირად ვაწყდებით ფეხების სიმძიმის, შეშუპებისა და სისხლის მიმოქცევის შეფერხების პრობლემებს. მაღალი ტემპერატურა აუარესებს ვენურ ცირკულაციას, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დიდხანს დგას ან ზის.ცირკულაციის სპრეი ამ შემთხვევაში იდეალურ გადაწყვეტას გთავაზობთ გამაგრილებელი ეფექტით, რაც სწრაფად ამცირებს დაღლილობის და სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში. განსაკუთრებით ეფექტურია ცხელ დღეებში და იდეალურია მოგზაურობისას, ხანგრძლივი დგომის ან ჯდომის შემდეგ.ამასთან პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს როგორც რესპირატორულ, კუნთებისა და სახსრების, სტრესისა და თავის ტკივილის საწინააღმდეგო პროდუქტებს, ასევე სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელ და გამწმენდ-სადეზინფექციო მრავალეფროვან პროდუქციას.„სახელწოდება ორი ფრანგული სიტყვის კომბინაციაა - Pur - სუფთა, რაც ასახავს კომპანიის ერთგულებას მაღალი ხარისხის ბუნებრივი ინგრედიენტების მიმართ და Essentiel - აუცილებელი, ეთერზეთები, რაც კომპანიის პროდუქციის საფუძველია.კომპანიას დაფუძნებულია სამ ძირითად ღირებულებაზე „NATURAL, COMMITMENT, PERFORMANCE“ - „ბუნებრივი წარმოშობის, პასუხისმგებლობით შექმნილი და ეფექტური შედეგისთვის ორიენტირებული პროდუქცია.“ კომპანია დაარსდა 2005 წელს იზაბელ და მარკო პაკიონების მიერ პარიზში. ფურესენშელის დაარსებით მათ შექმნეს პირველი არომათერაპიის ლაბორატორია, ადამიანისა და ბუნების სრული პატივისცემით. კომპანია ქმნის პროდუქტებს, რომლებიც აერთიანებს ბუნებრივი ეთერზეთების და მეცნიერების შესაძლებლობებს ჯანმრთელობის და ყოველდღიური კეთილდღეობის მხარდასაჭერად.პროდუქციის ორგანულობა, ეფექტურობა, უსაფრთხოება და მაღალი ხარისხი დადასტურებულია კლინიკური კვლევებით და ბრენდს აქვს არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატით.ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია გაეცნოს ეთერზეთების ბუნებრივ გამაჯანსაღებელძალას მსოფლიოს წამყვანი და ევროპის N1 არომათერაპიის ბრენდისგან“- აცხადებენ PSP-ში.
არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ჩანაცვლებითი თერაპიების კერძო ცენტრებში სათანადოდ არ ხდება დოზის შემცირება ან ხდება ამა თუ იმ პაციენტისთვის, გარკვეული ინტერესის გამო, დოზის მატება. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ პარლამენტის სესიაზე, იმ ცვლილებების წარდგენისას ისაუბრა, რომელთა შედეგად ჩანაცვლებითი თერაპიისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის სფეროში კერძო სექტორის მონაწილეობა იკრძალება და ეს პროცესი მთლიანად სახელმწიფოს ხელში გადადის. დაგეგმილი ცვლილებებით 15 აგვისტოდან ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება სრულად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში იქნება და ამ მომსახურების გაწევა კერძო სუბიექტებს აეკრძალება. 1 ოქტომბრიდან კერძო კომპანიებს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი სრულად ჩამოერთმევათ და ეს მიმართულებაც სახელმწიფოს პრეროგატივა გახდება. ცვლილებების მიზეზებზე საუბრისას, ზაზა ლომინაძემ განაცხადა, რომ იყო შემთხვევები, როცა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ბენეფიციარი ორივე პროგრამაში მონაწილეობდა, ცვლილებების შემდეგ კი ეს გამორიცხული იქნება და აღრიცხვიანობა მოწესრიგდება. ლომინაძის ინფორმაციით, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამას 20 კერძო და 21 სახელმწიფო კლინიკა ახორციელებს. კერძო ობიექტები, მართალია, საქართველოს მასშტაბითაა გადანაწილებული, მაგრამ ეს არ არის მუნიციპალიტეტების პრინციპით და ზოგჯერ ერთი ცენტრი 4-5 მუნიციპალიტეტს ემსახურება. ცვლილებების მიზანი კი, ლომინაძის განმარტებით, არის ის, რომ ეს ცენტრები ან ადგილზე ჩანაცვლდება, ან მოძიებული იქნება ახალი ადგილი, რისთვისაც სახელმწიფოს მზაობა აქვს. რაც შეეხება მედპერსონალს, რომელიც, ცენტრების ნაწილის წარმომადგენლების თქმით, გაურკვეველ მდგომარეობაშია, ზაზა ლომინაძის თქმით, მათ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეეთავაზებათ, რადგან ნარკოლოგები დეფიციტური პროფესიის წარმომადგენლები არიან და მათი რესურსი საჭიროა.
ზედაპირული ანალიზიც ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით ბენზოდიაზეპინების, მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ამყარებს საზოგადოების საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული დანიშნულებით ამ მედიკამენტების გამოყენება საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არასამედიცინო, ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენების აღსაკვეთად, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება.„დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები. შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ. იმისთვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე. მუდმივ რეჟიმში, ყურადღებით დავაკვირდებით ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკას. ამ სტატისტიკის არსებითი შემცირება იქნება უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება წარმატებით აღკვეთა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 1tv.ge

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.„როგორც ცნობილია, ჩანაცვლებით თერაპიისთვის გამოიყენება ისეთი პრეპარატები, როგორიცაა „მეთადონი“ და „ბუპრენორფინი“. საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად. იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია, მას აქვს ძლიერი ცდუნება, არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორიენტირებული. ამგვარი პრაქტიკა სრულად უნდა აღიკვეთოს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.ირაკლი კობახიძის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ.როგორც კობახიძემ აღნიშნა, სახელმწიფო, თავისი დაწესებულებების მეშვეობით, მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს.„გამკაცრდება კონტროლი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე. მკაცრად იქნება უზრუნველყოფილი, რომ თითოეული მომსახურება პაციენტის მაქსიმალურად სწრაფ განკურნებას მოემსახუროს და არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება ე.წ. ლეგალური ნარკომანიის წასახალისებლად. ასევე, დღეს ვთხოვე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, უზრუნველყოს ჩანაცვლებითი თერაპიისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად მოკლე ვადებში გატანა მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან. დღეს ამ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მჭიდროდ დასახლებულ სივრცეებშია განთავსებული, რაც ადგილობრივი მოსახლეობის საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Microsoft-მა შექმნა AI-სისტემა, რომელიც რთული დაავადებების დიაგნოზს ექიმებზე უკეთ სვამს
"ჩვენი მიზანია, დავუპირისპირდეთ ხალხს, რომელიც ნარკო-მომხმარებლის მძიმე მდგომარეობაზე ცდილობს ხელი მოითბოს"
Moderna-მ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნა, რომელიც არსებულ ვაქცინებზე ეფექტიანია
„არ ხდება დოზის შემცირება ან ხდება მატება“ - რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ჩანაცვლებითი თერაპიების კერძო ცენტრების გაუქმება
დაავადებათა კონტროლის დირექტორმა გერმანული მხარის მიერ გადმოცემული საველე-მობილური ლაბორატორია დაათვალიერა