სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ კეიპტაუნში ნეიროქირურგთა ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის კონგრესი იმართება.

მსოფლიო კონგრესს საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციის სახელით ესწრებიან პროფესორი მირზა ხინიკაძე, პროფესორი ლადო წიქარიშვილი და პროფესორი შოთა ინგოროყვა.

კონგრესის ფარგლებში განიხილება მსოფლიო ნეიროქირურგიის თანამედროვე მიღწევები.

5 დეკემბერს შედგა შეხვედრა მსოფლიო ფედერაციის ახალარჩეულ პრეზიდენტ ლუის ბორბასა (Luis Borba) და საქართველოს წარმომადგენლობას შორის. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ქართველი ახალგაზრდა სპეციალისტების, რეზიდენტების გადამზადება მსოფლიოს წამყვან კლინიკებში.

დაიგეგმა, რომმსოფლიო ნეიროქირურგთა ასოციაციის შეხვედრა 2024 წელს საქართველოში გაიმართოს, რაც გააუმჯობესებს საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაციის აქტიურობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე, შესაბამისად, გაზრდის საგანმანათლებლო და პრაქტიკული მუშაობის ხარისხს.

საქართველოს ნეიროქირურგთა ასოციაცია ნეიროქირურგთა მსოფლიო ფედერაციას, როგორც სრულუფლებიანი წევრი, 2003 წლიდან შეუერთდა.