კერძო სამედიცინო სექტორი დადებითი შეფასებებით ხვდება ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას კლინიკების შეფასების ახალი ინდიკატორების ამოქმედების შესახებ. 

როგორც ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელმა ნინო კიკნაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, კარგია, რომ კრიტერიუმების შემუშავების პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაა ჩართული, თუმცა, მისივე თქმით, ჩართულობა კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს.

„აუცილებელია არსებობდეს გაიდლაინები, პროტოკოლები და კარგად გაწერილი კრიტერიუმები, თუ რის მიხედვით მოხდება სელექტიური კონტრაქტირება. თუ ეს სამართლიანად მოხდება და როგორც ინფორმაცია ვნახე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართულობაცაა ამ საკითხში, ეს ძალიან კარგია. ასევე კარგი იქნება თიუ დარგოვრივი ასოციაციები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვებიან,“- აღნიშნა ნინო კიკნაძემ. 
შეგახსენებთ: საუბარია ახალ რეგულაციაზე, რომლის მიხედვით, კლინიკები ლეტალობის, რეჰოსპიტალიზაციის და სხვა ინდიკატორების მიხედვით შეფასედბიან და ამის საფუძველზე მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მათი მონაწილეობა. ინდიკატორების ჩამონათვალი მარტის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს.