საგანმანათლებლო პლატფორმა  NGS-ის ფარგლებში ფილტვის კიბოს თანამედროვე მკურნალობის შესახებ   სამეცნიერო კონფერენცა გაიმართება

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯია“  აგრძელებს საგანმანათლებლო და პროფესიული პალტფორმის  განვითარებას, რაც ქართველ სპეციალისტებისთვის მსოფლიო დონის ექსპერტებთან პირდაპირი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა.

11 ივლისს, 10:00 საათზე,  სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინში“  საგანმანათლებლო პლატფორმა  NGS-ის ფარგლებში ფილტვის კიბოს თანამედროვე მკურნალობის შესახებ   სამეცნიერო კონფერენცა გაიმართება.  ღონისძიების მიზანს  ქართველი ონკოლოგებისთვის უახლესი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის მიდგომების განხილვა და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.

დღის განმავლობაში გაიმართება ორი თემატური კონფერენცია, რომლებიც ფილტვის კიბოს მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებსა და საერთაშორისო კლინიკურ გამოცდილებას დაეთმობა.

ღონისძიების მთავარი სტუმარი იქნება დიდი ბრიტანეთის წმინდა ჯორჯის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის (NHS Foundation Trust) კონსულტანტი, ფილტვის კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი აღიარებული საერთაშორისო სპეციალისტი, სამედიცინო ონკოლოგი ტ. ბენეპალი.

პირველი კონფერენცია, სახელწოდებით „კლინიკური კონსილიუმი: ფილტვის მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი კიბოს იმუნოთერაპია“ ფილტვის მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მართვაში იმუნოთერაპიის თანამედროვე მიდგომებსა და მათ პრაქტიკულ მნიშვნელობას დაეთმობა.  მეორე შეხვედრა კი, „სიზუსტე და ძალა: ფილტვის კიბოს კომპლექსური შემთხვევების ნავიგაცია“ მოიცავს საერთაშორისო კლინიკური კვლევების განხილვას, რთული კლინიკური შემთხვევების ანალიზსა და თანამედროვე მკურნალობის სტრატეგიებს.

ტ. ბენეპალი ახალგაზრდა ქართველ ონკოლოგებს გაუზიარებს საერთაშორისო კლინიკურ გამოცდილებას, წარადგენს ფილტვის კიბოს მკურნალობის თანამედროვე მიდგომებს, უახლესი კლინიკური კვლევების შედეგებსა და რეალურ კლინიკურ შემთხვევებს. კონფერენციის მეორე ნაწილში სამედიცინო ონკოლოგი ტ. ბენეპალი  და ქ. მოსტარის საუნივერსიტეტო კლინიკური ცენტრის პროფესორი და ონკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი  ი. მარიჟანოვიჩი  მოწვეულ ახალგაზრდა ექიმება საერთაშორისო გამოცდილება და სხვა  კლინიკური შემთხვევებს გაუზიარებს.

ღონისძიების  დასასრულს გაიმართება ინტერაქტიული დისკუსიები კლინიკურ შემთხვევებზე.

კონფერენცია საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით, საგანმანათლებლო პლატფორმის  Next Gen Specialists  (NGS ) ფარგლებში  ეწყობა.

Next Gen Specialists  (NGS) წარმოადგენს ფარმაცევტული კომპანია „როშის“ გრძელვადიანი საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პლატფორმას მათთვის, ვისაც სურს გახდეს დარგის ლიდერი.  პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის შეიქმნა, მიზნად ისახავს თანამედროვე სამედიცინო ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო გამოცდილებასთან დაახლოებას. პლატფორმა მომავალი თაობის ექიმებს სთავაზობს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ონკოლოგიის, ჰემატოლოგიის, ნევროლოგიისა და ოფთალმოლოგიის მიმართულებით.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სპეციალურად შექმნილ საინფორმაციო ვებგვერდზე: https://ngs.com.ge/