პანდემიის  შემდეგ მაღალკვალიფიციური  მედპერსონალის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. Jandacva.ge დაინტერესდა, რამდენად მაღალი ინტერესია საქართველოში სამედიცინო სფეროს მიმართ.

სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ვადაჭკორიას თქმით, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთა რაოდენობა წელსაც მაღალია. მაღალია მოთხოვნა ყველა ფაკულტეტზე, განსაკუთრებით კი – მედიცინის ფაკულტეტზე.

სამედიცინო უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები თითქმის 25 წელია არსებობს, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლის მსურველთა რაოდენობა ისეთივე მაღალია, როგორიც ქართულზე. უნივერსიტეტი თანამშრომლობს  უმაღლეს სასწავლებელთან მსოფლიოს მასშტაბით, ‘’დაახლოებით 80 სხვადასხვა ქვეყნიდან გვყავს სტუდენტები, განსაკუთრებით ბევრი სტუდენტი გვყავს ინდოეთიდან, დაახლოებით 45%,“ – აღნიშნა ზურაბ ვადაჭკორიამ.

რაც შეეხება სარეზიდენტო პროგრამებს, როგორც სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, პროგრამაში მიღება ყოველწლიურად ცხადდება. ამ მხრივ, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია  ყველა მიმართულებით. რაც შეეხება ფასებს, ფასები განისაზღვრება სახელმწიფოს მიერ.