“PSP ფარმას“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ და კომპანია “ბიგჰორნ ვებ სოლუშენის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კალებ ბრედლიმ “მაჯენტოს” ელექტრონული კომერციის განახლების კონტრაქტს ხელი მოაწერეს.კომპანია „ბიგჰორნ ვებ სოლუშენს“ უზრუნველყოფს „PSP ფარმას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმის ტექნიკურ განვითარებას. თანამშრომლობა „PSP ფარმას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმის (PSP.GE და PSP App) გაძლიერებისა და სრულყოფის შესაძლებლობას იძლევა. შედეგად გაიზრდება პლატფორმის მოხმარებისსიჩქარე, მომხმარებლისთვის სარგებლობის პროცესი კი უფრო მოსახერხებელი და გაუმჯობესებული გახდება.“PSP ფარმა“ უახლოეს მომავალში გეგმავს ელექტრონული კომერციის პლატფორმის რეგიონის მასშტაბით განვითარებას; კერძოდ სიჯანსაღისა და თავის მოვლის კატეგორიის პროდუქტების ელექტრონული კომერციით ხელმისაწვდომობის გაზრდას კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში. ეს განახლება კომპანიას საშუალებას მისცემსმთლიანად რეგიონში წარმატებით განახორციელოს პროდუქციის ელექტრონული რეალიზაცია.ელექტრონული კომერციის სრულყოფილი პლატფორმა წინა წლის ნოემბერში სრულად უნდა ყოფილიყო დასრულებული, თუმცა წინა კონტრაქტორმა კომპანიამ ამ დრომდე პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი სამუშაოებიც ვერ დაასრულა. გადახდილი სოლიდური ავანსის მიუხედავად, ქართულმა კომპანიამ “სვიფტ ჯორჯიამ”, რომლის დამფუძნებელია საერთაშორისო კომპანია Making Science Swift Internationa, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, PSP-ს რეგიონული ელექტრონული კომერციის პროცესი აქამდე შეაფერხა.ციფრული ტექნოლოგიების განვითარება PSP-სთვის მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი პროექტია. კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია დაიწყო WMS საწყობის მართვის სისტემის დანერგვით, რასაც მოჰყვა ფინანსური პროცესების, შესყიდვებისა და კორპორაციული გაყიდვების მართვის გაუმჯობესება.Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგვა დასრულდება Microsoft-ის ERP მოდულების აფთიაქებში ERP სისტემის დანერგვით. საპილოტე აფთიაქებში უკვე გამარტივდა ასორტიმენტისა და დეფიციტების მართვის სისტემა, ავტომატიზაციის ხარჯზე 50%-ით შემცირდა ფარმაცევტის მომსახურების დრო და, შესაბამისად - რიგები, რაც მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას უწყობს ხელს.PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. „Bighorn Web Solution“ გაფორმებული კონტრაქტი კომპანიას შესაძლებლობას მისცემს ელექტრონული კომერციის ფლაგმანი გახდეს რეგიონში.
შემოვიდა სამართლიანი თამაშის წესები - ასეთ შეფასებას აკეთებს ექსპერტების ნაწილი კონკურენციის სააგენტოს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა.შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის ყველაზე რეზონანსული კვლევა ორი წლის წინ დაიწყო, რის შემდეგაც 4 კომპანია 53 მილიონი ლარით დაჯარიმდა.9-თვიანი მოკვლევის შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ 2021-2023 წლებში კომპანიები - „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“ და „მერმისი“ სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასებს შეთანხმებულად ადგენდნენ და მათ ფიქსაციას ახდენდნენ. ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების მონიტორინგი იყო ის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მსოფლიო ბანკის ჯილდო მიიღო. სააგენტოს ჯილდო, ედინბურგში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის კონფერენციის ფარგლებში გადაეცა. ეს ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 160 ქვეყანას აერთიანებს.ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმებამ ქვეყანაში ისეთი პრეცედენტი შექმნა, როცა ამ ბიზნესში მოქმედი კომპანიები მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით თვითნებურ გადაწყვეტილებას აღარ მიიღებენ. ეს ყველაფერი კი მედიკამენტებზე დაბალი ფასების და მომხმარებლების ინტერესების დაცვის წინაპირობა უნდა გახდეს.„არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ფარმაცევტული სექტორი საკმაოდ სენსიტიურია. ისიც პრობიზნესურია და თუ იქნება საშუალება, ბიზნესი შეეცდება ნებისმიერი მოგების ნებისმიერი ფორმით მიღებას. ამის რეგულატორი კი ჩვენი კანონმდებლობა და კონკრეტულად, კონკურენციის სააგენტოა. ამიტომ მონიტორინგი აუცილებელია, რათა ამ მიმართულებით სამართლიანობა შენარჩუნდეს,“ - განაცხადა ბაირახტარმა.
მიმდინარე წლის სექტემბრისთვის კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ სექტორში მორიგი მოკვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. საუბარია მოკვლევაზე, რომელმაც უნდა დაადგინოს, არის თუ არა 8 კომპანია ბაზარზე დომინანტი და მათ 14 მედიკამენტზე ხომ არაა დაწესებული ჭარბი ფასი.კერძოდ, მოკვლევა მიმდინარეობს 8 კომპანიის მიმართ. ესენია: 1. შპს „გლობალ ცბს“ 2. შპს „კონცეპტ ფარმა” 3. შპს „ნუვეა ფარმაცევტიკალს” 4. შპს „ბარდი“ 5. შპს „რიჩ გრუპი“. 6. შპს „კროკუს ფარმა“7. შპს „გეა“ 8. შპს „BIH“.მოკვლევა ეხება 14 მედიკანენტს: ოფლაბ-ოზი, იორილი 10, ჰაიზინი, ფლოქსაზოლი, ადაზალ ნეო (200 მგ, 400 მგ), არიპრადა, ზინასენი, ლორნიკუსი, ერითრომიცინი, ლუტეინა, ბისეპტოლი (120 მგ, 480 მგ.), ტრეპარინი.საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, სექტემბრამდე გაირკვევა, იხდიან თუ არა მოქალაქეები ამ წამლებში ჭარბ ფასს.„გვაქვს მიმდინარე მოკვლევა, რომელიც მოიცავს 8 კომპანიას და 14 მედიკამენტის შემთხვევას. ჩვენი მოკვლევის მიზანია, გარკვეულ იქნას, არიან თუ არა დომინანტები აღნიშნული კომპანიები აღნიშნულ ბაზარზე და მაღალი ფასნამატები, რომელიც არის 200% და მეტი, არის თუ არა ობიექტური და კონკურენტული გარემოს ფასწარმოქმნის შედეგად მიღებული. ანუ ჩვენი მოკვლევის მიზანია გავარკვიოთ, არის თუ არა ჭარბი ფასი დაწესებული ჩვენი მოქალაქეებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის ყველაზე რეზონანსული კვლევა ორი წლის წინ დაიწყო, რის შემდეგაც 4 კომპანია 53 მილიონი ლარით დაჯარიმდა.9-თვიანი მოკვლევის შედეგად სააგენტომ დაადგინა, რომ 2021-2023 წლებში კომპანიები - „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“ და „მერმისი“ სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასებს შეთანხმებულად ადგენდნენ და მათ ფიქსაციას ახდენდნენ. ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების მონიტორინგი იყო ის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მსოფლიო ბანკის ჯილდო მიიღო. სააგენტოს ჯილდო, ედინბურგში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის კონფერენციის ფარგლებში გადაეცა. ეს ქსელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 160 ქვეყანას აერთიანებს.

მსოფლიო ბანკის და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებები ფარმაციის სექტორში საუკეთესოდ დასახელდა. ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ დაჯილდოება 8 მაისს, შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) 24-ე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც GCCA-ის თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ესწრებოდა. ნომინაციაში - კერძო ინვესტიციების, სამუშაო ადგილებისა და მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდისთვის მდგრადი კონკურენტული პროცესის მხარდაჭერა - გაიმარჯვა GCCA-ის ქეისმა, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე მონიტორინგის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შედეგად განხორციელებულ რეფორმებს, შეთანხმებული ქმედებების გამოვლენის გადაწყვეტილებებს ეხებოდა.კერძოდ, GCCA-ის მიერ ფარმაციის ბაზარზე 13 რეკომენდაცია გაიცა, რის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების შესაბამისად ქვეყანაში დაინერგა ელექტრონული რეცეპტის სისტემა, ამოქმედდა GMP და GDP სტანდარტი, დაინერგა რეფერენტული ფასი 7000-მდე მედიკამენტზე, შედეგად რიგ მედიკამენტებზე ფასები შემცირდა და პაციენტებმა მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთება შეძლეს. 2023 წელს კი GCCA-ს მიერ 4 ფარმაცევტული კომპანია 53 მლნ. ლარით დაჯარიმდა - სახელმწიფოს მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენის მიზნით გამოცხადებულ კონკურსებში იდენტური ფასწარმოქმნის დაწესების გამო.
„ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით საქართველოში ბრწყინვალე ექიმები არიან და მათი შრომა დაფასებას საჭიროებს"
ჯანდაცვის ფასები ერთ წელიწადში 9 %-ით გაიზარდა, გაძვირება ყველაზე მეტად ამბულატორიულ მომსახურებას შეეხო
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გამაჯანსაღებელი ტურიზმის ბუმია - Marriott-ი და Hilton-ი სპა-ცენტრებს ხსნიან
წლის ბოლომდე ქვეყანაში დამატებით რამდენიმე ასეული ფსიქიატრიული საწოლი შეიქმნება
სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მოლდოვის სოციალური დაზღვევის ოფისს შორის მემორანდუმი გაფორმდა