წინა წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75.0 წელი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. სტატისტიკის თანახმად,  კაცებისათვის ეს ასაკი 70.6 წელია, ხოლო ქალებისათვის – 79.4 წელი.


სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გარდაცვლილთა საშუალო ასაკით და მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების შესწავლით გამოითვლება. 

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია.
2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207).