დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე სახელმწიფო წელს 9 მილიონ 800000 ლარს დახარჯავს - იმდენივეს, რამდენიც 2025 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული.

ამის შესახებ საუბარია 2026 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებაში. 

ეს პროგრამა, სხვა სერვისებთან ერთად, ორსულთა კონსულტაციებსაც ითვალისწინებს.

ერთი ორსულის მართვის ღირებულება განისაზღვრება 320 ლარის ოდენობით.

სულ ფინანსდება 8 ვიზიტი ორსულობისას და მეან-გინეკოლოგთან ვიზიტი მშობიარობის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში. 

მე-5 და მე-7 ანტენატალური ვიზიტი განსაკუთრებულ შემთხვევებში (მეტეოროლოგიური პირობები, სეზონური გრიპები და ა. შ.) შესაძლებელია, ჩატარდეს დისტანციურ რეჟიმში.

ასევე ფინანსდება ორსულებში В და С ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის და სიფილისის განსაზღვრა და დედიდან შვილზე В ჰეპატიტის გადაცემის პრევენციის უზრუნველყოფა; ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიაზე, მუკოვისციდოზზე, გალაქტოზემიაზე, ადრენოგენიტალურ სინდრომსა და ბიოტინიდაზას დეფიციტზე, ახალშობილთა სმენის დიაგნოსტიკური კვლევა, ფარმაცევტული პროდუქტებით უზრუნველყოფა, რაც სხვა მედიკამენტებს შორის გულისხმობს ფოლიუმის მჟავისა და რკინის პრეპარატების დაფინანსებას.