დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი),დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ. მათი მონაცემებია  (შესაბამისად): 29.0%, 11.3% და 9.3%.

2024 წლის სტატისტიკის თანახმად, ტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.6 პროცენტი), მშენებლობის (8.0 პროცენტი),აგრეთვე ინფორმაციისა და კომუნიკაციის (5.9 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.3 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც.


აღნიშნულ მაჩვენებელს შეიცავს საქსტატის მონაცემები, რომლის თანახმადაც

2024 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვა 11.6%-ით (228.5 მილიარდ ლარამდე) გაიზარდა, თითქმის 4%-ით მოიმატა დაქირავებულთა რაოდენობამ, საშუალო ხელფასი კი 2024.4 ლარს გაუტოლდა. 


2024 წელს ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 866.2 ათასი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5.2 პროცენტით მეტია.