იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები  2.4 პროცენტით გაიზარდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მისი ცნობით, ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (0.1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (0.1 პროცენტი).


წინა წლის იგივე მონაცემებთან შედარებით კი ფასები 8.3 პროცენტითაა გაზრდილი. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: საავადმყოფოების მომსახურება (9.0 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (8.3 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (7.7 პროცენტი).