წელს, აჭარაში ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტების მედიკამენტოზური სამედიცინო მომსახურების დაფინანსება 80 000 ლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ავრცელებს.

მისი ინფორმაციას, პროგრამის ფარგლებში, ასევე ფინანსდება: სამედიცინო მომსახურება, რომელიც არ იფარება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, გეგმიური და ურგენტული ქირურგიული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა, ავთვისებიანი სიმსივნის კომპლექსური გენური პროფილირება
- პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა (PET/CT).


ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში მისი ერთ - ერთი მშობელი რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლებენ, ასევე ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. 


ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტოზური სამედიცინო მომსახურება ითვალისწინებს თარგენტული, იმუნოთერაპიული (მონოკლონური ანტისხეულების, პროტეინ კინაზა ინჰიბიტორების), ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების დაფინანსებას, რომლებიც არ ფინანსდებიან მოქმედი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით. წლიური ლიმიტი შეადგენს 80 000 ლარს.


ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ რთულად სადიაგნოსტიკო პაციენტებს დაუფინანსდებათ სიმსივნური ქსოვილის გენურ პროფილირებასთან (მოლეკულურ-გენეტიკური კვლევა) დაკავშირებული ხარჯები.
აღნიშნული ქვეპროგრამით დაფინანსდებიან აგრეთვე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის, ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევის მოსარგებლეები, იმ შემთხვევაში თუ კი მათ რაიმე მიზეზის გამო, უარი ეთქვათ სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაზე.