საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის (პირველი წარდგენა) მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვაზე  2 მილიარდ 186 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მიმდინარე წლის გეგმა კი 2 მილიარდ  24 მილიონამდე ლარს ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, აღნიშნული თანხები ნაწილდება სხვადასხვა მიმართულებებზე, ესენია:  სამედიცინო პროდუქცია, მოწყობილობები და აპარატები, ფარმაცევტული პროდუქცია და სხვა.

დაფინანსების ყველაზე დიდი ნაწილი - მილიარდ 471 მილიონ 750 ათასი ლარი ამბულატორიულ მომსახურებაზეა განსაზღვრული, საავადმყოფოების მომსახურებაზე  კი 414 700 000.