ქვეყანაში ვირუსული ინფექციები კვლავ ფიქსირდება, მათ შორისაა კოვიდიც, თუმცა გართულებები ხშირი არაა. 
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელთან ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი მაია ჩხაიძე აცხადებს, ჰოსპიტალიზაცია ძირითადად მცირე ასაკის ბავშვებს ესაჭიროებათ, რადგან მათთვის რთულია სითხეების მიღება. 
მისი თქმით, რესპირატორული ვირუსებს კოვიდ 19-ის გავრცელების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

„ამ წუთას ჩვენს კლინიკაში კოვიდით 3 პაციენტი წევს, ისინი წლამდე ასაკის არიან. კლინიკური ნიშნებით უკვე რთულია განსხვავება რესპირატორული ვირუსული ინფექციებისგან, რადგან კოვიდის არცერთი ახალი შტამი მძიმედ არ მიდის. ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ იმიტომ, რომ პატარა ასაკის ბავშვები საკვებზე უარს ამბობენ - მათ შორის უჭირთ ძუძუთი კვება,“ - ამბობს ჩხაიძე და აღნიშნავს, რომ სპაციონარში მოთავსების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია შეუპოვარი ცხელებაც.