მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, საქართველოში ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ფასები, წლიურ ჭრილში 10%-ით გაიზარდა.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულ ინდექსს საქსტატი ავრცელებს.
გაძვირების ორნიშნა მაჩვენებელი 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
იგივე პერიოდში საავადმყოფოების მომსახურების ტარიფები 7,6%-ით გაიზარდა, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფში კი 8,5-იანი გაძვირება აღინიშნა.
ჯამში, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში მაისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ფასები 9,1%-ით გაიზარდა. წინა თვეში ეს მაჩვენებელი 9,3% იყო.