2022 წლიდან დაიწყო ღვიძლისა და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციების დაფინანსება პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, მათ შორის, საზღვარგარეთის კლინიკებში. სახელმწიფომ ძვლის ტვინის გადანერგვა 57, თირკმლის ტრანსპლანტაცია 47, ღვიძლის გადანერგვა კი 9 პაციენტს დაუფინანსა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელსაც ის პარლამენტს 27 ივნისს წარუდგენს და რომელიც 2024 ივნისი − 2025 წლის მაისის პერიოდს მოიცავს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ასევე ტრანსპლანტაციის წინა კვლევები, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა.