2025 წელს, წინა წელთან შედარებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების შემთხვევები გაიზარდა, ინფექციური დაავადებების სტატისტიკა კი შემცირდა. 
 
საქსტატის 2025 წლის მონაცემებით, ამ ასაკის ბავშვებს შორის ყველაზე ხშირად სასუნთქი სისტემის დაავადებებია. გასულ წელს აღნიშნული დიაგნოზის რაოდენობამ  211 ათასი შეადგინა. დაახლოებით იგივე მაჩვენებელი იყო წინა წელსაც. 
სიხშირით მეორე ადგილზეა ინფექციური და პარაზიტული დაავადებები - 39 300 შემთხვევა.  2024 წელს ეს მაჩვენებელი

42300-ს შეადგენდა. მესამეზეა კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები - 20 ათასამდე შემთხვევა (წინა წელს იყო 21 ათასზე მეტი). 


რაც შეეხება სიმსივნეს, ეს დიაგნოზი გასულ წელს საქართველოში 14 წლამდე ასაკის 1500 ბავშვს დაუსვეს. 
ფსიქიკური აშლილობა 2025 წელს 4800 ბავშვს გამოუვლინდა, წინა წელს ეს მაჩვენებელი 4100 იყო.