სამეცნიერო კვლევის შედეგად, რომელშიც მობილური ტელეფონების 250 ათასამდე მომხმარებელი იღებდა მონაწილეობას და რომელიც 17 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, დადგინდა, რომ სმარტფონებისა და მობილური ტელეფონების გამოყენება თავის ტვინის სიმსივნის რისკს არ ზრდის. 

ლონდონის საიმპერიო კოლეჯის და შვედეთის სამეფო ინსტიტუტის მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ ადამიანებს, რომლებიც მობილურ ტელეფონებს იყენებენ, და მათ მონაცემებს რეგულარულად ამოწმებდნენ. 

კვლევამ უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ ელექტრომაგნიტური ტალღები, რომლებსაც მობილური ტელეფონები წარმოქმნის, თავის ტვინის სიმსივნეს იწვევს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დაავადებასა და მობილური ტელეფონების გამოყენებას შორის კავშირი არ არსებობს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორმა, პროფესორმა მირეი ტოლედანომ განაცხადა, რომ ჩატარებული სამუშაოს შედეგებით გახარებულია.

ამავდროულად, მისი თქმით, ახალი ტელეფონები ნაკლები სიძლიერის ელექტრომაგნიტურ ველებს ქმნის და ისინი მომხმარებლებს თავისგან დაშორებით უჭირავთ, როცა სარგებლობენ, მაგალითად, სოციალური ქსელებით, ვიდეოზრებით, იღებენ ვიდეოებს სერფინგის დროს და ა.შ.

კვლევის კიდევ ერთმა ავტორმა, პროფესორმა პოლ ელიოტმა განაცხადა, რომ ესაა ამ თემაზე მსოფლიოში ჩატარებული უმსხვილესი, მრავალეროვნული კვლევა.
„ჩვენ ვერ ვიპოვეთ ვერანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სმარტფონების ხანგრძლივი და ინტენსიური გამოყენება თავის ტვინის სიმსივნეების განვითარების რისკს ზრდის,“ - განაცხადა მან.

კვლევის შედეგები ჟურნალ Environment International-ში გამოქვეყნდა.