თბილისის საკრებულოსა და შპს „თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით მოეწერა.
ხელმოწერის ცერემონიალი დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გაიმართა.
მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ და შპს „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა სალომე ყვავილაშვილმა მოაწერეს.
გაფორმებული დოკუმენტის საფუძველზე, თბილისის საკრებულო და შპს „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“ თანხმდებიან ითანამშრომლონ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით.
„თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“ უკვე ჩართულია სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესში, ხოლო საკრებულოს წევრებსა და ბალნეოლოგიური დაწესებულების ხელმძღვანელობას შორის გამართული კონსულტაციების შედეგად სამედიცინო დაწესებულება მუნიციპალური პროგრამების განხორციელებაშიც ჩაერთვება.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და 1 წლის ვადით არის ძალაში.





