თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ TIKA, „ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალს“ მობილური კლინიკა გადასცა.
ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და მეგობარ სახელმწიფოს, მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
კლინიკა პირველადი დიაგნოსტიკისთვის და დაავადებათა პრევენციისთვის, სრულადაა აღჭურვილი. მობილურ კლინიკაში ვეტერანებს კლინიკური ლაბორატორია, ექოსკოპია, კარდიოგრამა, დეფიბრილატორი და სხვა სამედიცინო მომსახურებებით დახვდებათ.
ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალი ქაან ორბაი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) პრეზიდენტის მოადგილე ნაჯი იორულმაზი და ჰოსპიტლის მედპერსონალი ესწრებოდნენ.
TIKA თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც წლების განმავლობაში, საქართველოს ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით, მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.