თურქეთის კერძო საავადმყოფოებისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების ასოციაციის (OHSAD) ხელმძღვანელის რეშათ ბაჰათის თქმით, ხელოვნური ინტელექტის სფეროში ქვეყანა მოწინავე პოზიციებზე უნდა იყოს, რადგან ეს ტექნოლოგია გადამწყვეტ როლს შეასრულებს ჯანდაცვის სისტემაში. მისივე განცხადებით, კერძო სექტორი ჯანდაცვის სფეროში მოსახლეობას 4 მილიარდი დოლარის სერვისებს აწვდის. 
ამ სექტორში 450 ათასი ადამიანია დასაქმებული, ირიბად კი ეს მაჩვენებელი 1,5 მილიონსაც კი აღწევს.

ამის თემებზე ბაჰათმა ანტალიაში გამართულ, OHSAD-ის კონგრესზე გამოსვლისას ისაუბრა. 
მისივე თქმით, თურქეთის სახელმწიფო და კერძო კლინიკები მსოფლიოში სამაგალითოა, და ეს კოვიდპანდემიის დროს კარგად გამოჩნდა.

„აი რატომაა თურქეთი ბრწყინვალე ქვეყანა გამაჯანსაღებელი და სამედიცინო ტურიზმის სფეროში,“ - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა.


მისი თქმით, ჯანდაცვის თურქულ სისტემას, გამაჯანსაღებელი ტურიზმის გამო, თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში.

 
ასოციაციის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ სექტორის მიზანია, სამედიცინო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 20 მილიარდამდე გაზარდონ, რისთვისაც საჭიროა ახალი კადრები, ლიცენზიები და მოწყობილობები. 
მან საკმაოდ ამბიციური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის სექტორი ციფრულ ერაში შედის და ქვეყნებს შეუძლიათ იყვნენ  პროცესის მოთამაშეები, შემქმნელები ან მომხმარებლები. თურქეთს კი სურს ჯანდაცვის ციფრული სისტემის შემქმნელი იყოს და არა - მომხმარებელი.

რეშათ ბაჰათმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი არის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში ჯანდაცვაში პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით. ხელოვნური იტელექტი კი ჯანდაცვაში ძალიან ეფექტიანი იქნება, ამიტომ თურქეთი ამ მხრივ პიონერი უნდა გახდეს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ვირტუალურ კვლევებზე, ლაბორატორიებსა და ვიზუალიზაციაზე, მოდელებზე, რომელთა საშუალებით შესაძლოა უფრო ზუსტი დიაგნოზების დასმა. ის საჭიროებს ნაკლებ წამალს და ახალისებს ცხოვრების ჯანსაღ წესს. ზუსტად ისევე, როგორც ელექტრომობილები ანაცვლებენ სხვა ავტომობილებს, ა„ციფრულ ჯანმრთელობასაც“ სერიოზული ადგილი ექნება. რა თქმა უნდა,  შეხება და ექიმთან მხედველობითი კონტაქტი პაციენტს აუცილებლად გამოაჯანმრთელებს, ადამიანები კვლავ მიმართავენ საავადმყოფოებს და ექიმების საჭიროება არასდროს დასრულდება. მაგრამ აუცილებელია დავასრულოთ ექიმების არასაჭირო გამოყენება,“ - განაცხადა რეშათ ბაჰათმა.

წყარო: medimagazin.com.tr