დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის გმოყენებას უშვებს. ვაქცინის ორგანიზმში შეყვანისთვის 7 წუთია საჭირო.

ინექციის შედეგად, მედიკამენტოზური თერაპიის ხანგრძლივობა ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში თითქმის სამი მეოთხედით შემცირდება.

მარეგულირებლის დამტკიცების შემდეგ ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური იქნება მსოფლიოში ჯანდაცვის პირველი სისტემა, რომელიც 7-წუთიან ინექციას ყოველწლიურად ასობით პაციენტს გაუკეთებს.

ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის კიბოსთან ბრძოლის მიმართულების დირექტორის პიტერ ჯონსონის განცხადებით, მსოფლიოში პირველად, მკურნალობის ამ მეთოდის დანერგვა ნიშნავს, რომ ასობით პაციენტი შეძლებს საავადმყოფოში ნაკლები დრო გაატაროს და არ დახარჯოს ძვირფასი დრო ქიმიოთერაპიის განყოფილებებში.

შეგახსენებთ, რომ საუბარია BioNTech-ის მიერ შექმნილ ვაქცინებზე. როგორც კომპანიის ტოპ მენეჯერი უღუნ შაჰინი რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, დიდ ბრიტანეთში ვაქცინების გამოყენების დაწყება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ღია ბაზარზე პრეპარატის გაყიდვის დასაწყებად.