საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იზრდება სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსება. კერძოდ, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2024 წელს ზოგადი ანესთეზიით ტოლოგიური მომსახურება 937 ბენეფიციარს გაეწია (1 110 შემთხვევა) , რაშიც სახელმწიფომ 2 053 757 ლარი გადაიხადა. ეს მონაცემი კი 2023 წელთან შედარებით 6-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. 


აღნიშნულის მიზეზებს სააგენტო ასე განმარტავს: 

„ანაზღაურებული თანხის წილი 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, დაახლოებით 6-ჯერ არის გაზრდილი. ეს დაკავშირებულია პროგრამის უფრო მეტად გაქტიურებასთან, პროვაიდერებისა და თავის მხრივ, ბენეფიციარების რაოდენობის მატებასთან.“