ისტორიული ორი კვირა ქართული ტრანსპლანტოლოგიისთვის  -  საქართველოში ორი კვირის განმავლობაში განხორციელდა თირკმლის ტრანსპლანტაციის მასშტაბური პროგრამა როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილ პაციენტებში.


ამის შესახებ ქირურგი სანდო კილაძე წერს.


„ამ პერიოდის განმავლობაში, ჯამში 9 თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩატარდა.


მოზრდილი პაციენტების ოპერაციები ჩატარდა „ჯერარსში“, ხოლო ბავშვთა ტრანსპლანტაციები იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.

ეს არ იყო უბრალოდ ორი კვირის განმავლობაში ჩატარებული ოპერაციების სერია.

ეს იყო ისტორიული დღეები ქართული მედიცინისა და ტრანსპლანტოლოგიისთვის. დღეები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოში შესაძლებელია უმაღლესი სირთულის სამედიცინო პროგრამების განხორციელება, ძლიერი პროფესიონალების გაერთიანებითა და გუნდური მუშაობით,“ - წერს კილაძე და აღნიშნავს, რომ  დიდი გუნდის ერთობლივი შრომის შედეგად, ყველა პაციენტი კლინიკიდან იდეალურ მდგომარეობაში გაეწერა.

„9 ტრანსპლანტაცია. ორი კლინიკა. ერთი დიდი გუნდი.
ცხრა პაციენტისთვის ეს იყო ახალი სიცოცხლის დასაწყისი.
ჩვენთვის კი კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი ქართული ტრანსპლანტოლოგიის განვითარებაში.
ეს არის მედიცინა, რომელიც სიცოცხლის ახალ შესაძლებლობას ქმნის.
ეს არის პროფესიონალიზმი, გუნდურობა და ნდობა, რომელსაც შედეგი მოაქვს.
ქართული ტრანსპლანტოლოგია ვითარდება.
ქართული მედიცინა წინ მიდის.
და ჩვენ ამ ისტორიის შექმნის ნაწილი ვართ,“ - წერს სანდრო კილაძე „ფეისბუქში.“