ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, იტალიის რესპუბლიკის საგაბგებო და სრულუფლებიან ელჩ მასიმილიანოდ’ანტუონოს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა,საქართველოს შემდგომ ევროინტეგრაციასა და ამმიმართულებით არსებულ გეგმებზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ჯანდაცვისუწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ იტალიასაქართველოს საიმედო პარტნიორია და ამ ორქვეყანას, საერთო ევროპული ღირებულებებიაკავშირებს.

შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორისარსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, ჯანდაცვისა დასოციალური უზრუნველყოფის მიმართულებებით.

შეხვედრას იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლაალბანეზე და იტალიის საელჩოს წარმომადგენელიელისა კაკო ესწრებოდნენ.