2025 წელს, საქართველოს მასშტაბით 4 კლინიკაში სამედიცინო პერსონალის მიმართ მინიმალური საათობრივი ანაზღაურების პირობები დაირღვა. შესაბამისი მონიტორინგი შრომის ინსპექციის სამსახურმა ჩაატარა.
მთლიანობაში 321 სამედიცინო დაწესებულება შემოწმდა. პირობების დამრღვევ კლინიკებს ფულადი ჯარიმა დაეკისრათ, ამასთან სამმაგი ოდენობით დაუკავდათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების საფასური. ინსპექციის მონაცემებით, კლინიკას სანქცია მანამ არ მოეხსნა, სანამ ყველა დასაქმებულს დავალიანება სრულად არ აუნაზღაურდა. დღეს არსებული მონაცემებით, გამოვლენილი დარღვევები ოთხივე კლინიკაში აღმოფხვრილია.
ექიმების,ექთნების და სხვა სამედიცინო პერსონალის მინიმალურ ანაზღაურებაზე რეფორმა 2023 წელს ამოქმედდა. პირველ ეტაპზე სახელფასო ზღვარი ექიმების და ექთნებისთვის დაწესდა. რეფორმის შედეგად ექიმები საათში მინიმუმ 7 ლარს, ექთნები 4, 40 ლარს იღებენ. უმცროსი ექიმისთვის მინიმალური ანაზღაურება საათში მინიმუმ 5 ლარს, ექთნის თანაშემწისთვის კი 3,5 ლარს შეადგენს. სანიტრებს საათში არანაკლებ 3 ლარი ერიცხებათ. ეს არის ქვედა ზღვარი,თუმცა ეს არ ნიშნავს რომ სამედიცინო დაწესებუელაბში დასაქმებულების ანაზღაურება არსებულ ზღვარს არ აღემატება, თუმცა კლინიკებს არ აქვთ უფლება დასაქმებულს ამ ზღვარზე ნაკლები გადაუხადონ.
ერიცხება თუ არა სამედიცინო პერსონალს კანონით განსაზღვრული, მინიმალუეი ხელფასი, ამას შრომის ინსპექციის სამსახური წელიწადში ერთხელ ამოწმებს. იმ შემთხვევაში თუ რომელმე დასაქმებული განსაზღვრულზე ნაკლებ ანაზღაურებას აიღებს, მათ შეუძლიათ მიმართონ შრომის ინსპექციას.





