ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა.

მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვის მინისტრის პირველმოადგილესთან თამარ გაბუნიასთან ერთად, რიჩარდლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვისკვლევითი ცენტრიც დაათვალიერა დათანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაგამართა.

მინისტრმა  თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ სარჯველაძემ, როგორც პრევენციის ასევე საზოგადოებრივიჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ფუნქციებსა და მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.