საქართველოში ვეტერანებისთვის არაერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება.

ვეტერანებზე  ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით, მათთვის განსხვავებული პირობებია გათვალისწინებული.
კერძოდ, მათ სრულად უფინანსდებათ პროგრამით განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული  მომსახურება,
უფასოა:

ოჯახის ექიმის ამბულატორიული სერვისი;
ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება; 
დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა; 
საჭიროების შემთხვევაში,  ბინაზე მომსახურება;
ოჯახის ექიმის დანიშნულებით, ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფ; 
ექიმის დანიშნულებით, მათ სრულად უფინანსდებათ ექიმ-სპეციალისტების მიერ მიწოდებული ამბულატორიული მომსახურება.


ასევე, 100 პროცენტით ფინანსდება  შემდეგი ინსტრუმენტული გამოკვლევები:

ელექტროკარდიოგრაფია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია 
შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია;
გულმკერდის რენტგენო-სკოპია/რენტგენო-გრაფია;
ძვლების რენტგენოგრაფია.
გარდა ამისა, სახელმწიფო სრულად აფინანსებს,  ექიმის დანიშნულებით, ამბულატორიულ დონეზე ჩატარებულ,  კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევებს.


საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის  პროგრამით,  100%-ით ფინანსდება გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება.


ვეტერანების გადაუდებელი სტაციონარული მომსახურებაც სახელმწიფოს მიერ სრულად, ულიმიტოდ ფინანსდება.
სახელმწიფო ყველა სახის ქირურგიულ ოპერაციას 100 %-ით აფინანსებს.


გეგმური ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში,  წლიური ლიმიტი 15 000 ლარია.


საჭიროებისამებრ, საყოველთაო ჯანდაცვის ყველა ბენეფიციარს, გულის მაღალტექნოლოგიური აპარატი უფასოდ გადაეცემა. ამასთან,  ვეტერანების  სახელმწიფო ჯანდაცვა იმპლანტაციის  ოპერაციის 100 პროცენტით დაფინანსებასაც ითვალისწინებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს სრულად უფინანსდება  სმენის იმპლანტირებადი აპარატი.


ამასთან, საყოველთაო ჯანდაცვის  პროგრამაში ამოქმედდა მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც  თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მომსახურება დაზღვევის მქონე ვეტერანებზეც ვრცელდება.

გარდა ამისა,  არსებობს ჯანმრთელობის დაცვის მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც  უზრუნველყოფენ სხვა,  სპეციფიკურ დაავადებათა მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას.

ვეტერანებს ასევე შეუძლიათ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით სარგებვლობა, რომელიც ითვალისწინებს შემდეგი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფას:

▪️ გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები

▪️ ფილტვის ქრონიკული დაავადებები

▪️ დიაბეტი (ტიპი II)

▪️ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

▪️ ეპილეფსია

▪️ პარკინსონის დაავადება

▪️  გლაუკომა (აღნიშნული მედიკამენტები პროგრამას მიმდინარე წლის იანვრიდან დაემატა).