პირველადი მონაცემებით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მიღებული პრემიების ჯამური მოცულობა მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ამის შესახებ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბაზრის 2023 წლის სტატისტიკური და ფინანსური მაჩვენებლები უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება, თუმცა პირველადი მონაცემები უკვე არსებობს.
ამ მონაცემების მიხედვით, ონოფრიშვილის თქმით, ჯანდაცვაზე სადაზღვევო ბაზრის დაახლოებით 50% მოდის, თუმცა, მისივე განცხადებით, ეს მონაცემები მესამე პირის მიმართ ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების შემდეგ შემცირდება.
„დაზღვევის ბაზარი იზრდება, რადგან მასში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვბა. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე კომპანიები, როდესაც სადაზღვევო პაკეტებსყიდიან, მოგების მინიმალურ მარჟაზე, ზღვარზე მუშაობენ, რადგან კონკურენცია მაღალია და ზედმეტად ფასს ვერ გაზრდიან, მეორეს მხრივ კი, თვითღირებულებაზე და რისკებზე დაბალ ფასს ვერ დააწესებენ. თუიმცა ბაზარი იზრდება და პროდუქტების რაოდენობაც მატულობს,“ - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.