ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმერეთის რეგიონში მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება. 


მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ: 
🔹ძუძუს კიბოს
🔹საშვილოსნოს ყელის კიბოს 
🔹პროსტატის
🔹არტერიული ჰიპერტენზიის
🔹B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.

გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.

სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.