საქართველოში დაზღვევის საბროკერო ბაზარი იზრდება. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში 25 სადაზღვევო ბროკერია რეგისტრირებული.
მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევაა.

ზედამხედველობის სამსახურის 2023 წლის მონაცემებით, ბროკერების საშუალებით გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, სადაზღვევო პრემიები

78 024 432 ლარს შეადგენდა, (წინა წელს ეს მაჩვენებელი 57 471 833 ლარი იყო). საკომისიოების ჯამურმა თანხამ კი 10 019 769  ლარი შეადგინა. წინა წელს ეს თანხა 7 817 212 ლარს შეადგენდა.