19 - 25 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის იმუნიზაციის კვირეულს აღნიშნავს, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება იმუნიზაციის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს იცავს ვაქცინით მართვადი დაავადებებისგან. წლევანდელი კვირეულის თემაა: ვაქცინები მუშაობს და ყველა თაობისთვის ეფექტურია.

ვაქცინები ნებისმიერი ასაკისთვის ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. დღეს ისინი იცავს ადამიანებს მთელი ცხოვრების განმავლობაში - ჩვილობიდან ზრდასრულ ასაკამდე- 20-ზე მეტი ინფექციისა და სიცოცხლისთვის საშიში დაავადების წინააღმდეგ.