ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.
ჯანმო შეგვახსენებს, რომტუბერკულოზი მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებაა.
ჯანმო-ს ევროპის რეგიონზე ტუბერკულოზის გლობალური ტვირთის 1.9% მოდის, თუმცა რეგიონი მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის (DR-TB) ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა.
2024 წელს რეგიონში დაფიქსირდა დაახლოებით 162 000 ახალი და რეციდიული შემთხვევა, რაც 2023 წელთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.
მიუხედავად პროგრესისა, დასავლეთ ევროპა, აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება DR-TB-ის, და, ასევე, ტუბერკულოზისა და აივ კოინფექციის მაღალი ტვირთის გამო.
საქართველოში ყოველწლიურად ტუბერკულოზის საშუალოდ 1400-დან 1500-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ტუბერკულოზის ინოვაციური მკურნალობის თვალსაზრისით, საქართველო რეგიონული ლიდერია.





