სტომატოლოგიური ტურიზმი სწრაფი ტემპებით იზრდება. თემაზე travelandtourworld-ი წერს და აღნიშნავს, რომ ესაა გლობალური ტენდენცია, რომლის დროსაც პაციენტები საზღვრებს კვეთენ კოსმეტიკური სტომატოლოგიური მკურნალობის მისაღებად. ისინი ესწრაფვიან უფრო იაფ და სწრაფ მკურნალობას სურვილი, რაც ინდივიდებს საშუალებას აძლევს, გვერდი აუარონ მშობლიურ ქვეყნებში არსებულ მაღალ ფასებსა და ხანგრძლივ ლოდინს.
იმ პირობებში, როცა გლობალური სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრია აგრძელებს აგრესიულ ზრდას, სტომატოლოგია საერთაშორისო პაციენტების ნაკადის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა. ადამიანების სურვილმა, ჰქონდეთ ცნობილი პიროვნებების ღიმილი, სამედიცინო ტურიზმი მრავალმილიარდიან სექტორად აქცია, რომელიც შენელების არანაირ ნიშანს არ ავლენს.
ეს ფენომენი განსაკუთრებით გავრცელებულია ახალგაზრდების ჯგუფებში, რომლებზეც გავლენას ახდენს ციფრული ეპოქა. ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა თურქეთი, უნგრეთი და მექსიკა, წარმატებით დაიმკვიდრეს თავი, როგორც ამ პროცედურების მთავარმა ცენტრებმა. „ლაქშერი“ სასტუმროებისა და ქირურგიული მომსახურებების შერწყმით, ამ ქვეყნებმა წარმატებით შეძლეს ორალური ქირურგიის კომერციულ სექტორად ქცევა. თუმცა, ამ კომფორტის უკან არაერთი კლინიკური სირთულე იმალება.
თურქეთის სტომატოლოგიური მომსახურების გლობალურ ეპიცენტრად გადაქცევა შემთხვევითი არ არის. შეიქმნა დახვეწილი ინფრასტრუქტურა საერთაშორისო ტურისტების, განსაკუთრებით გაერთიანებული სამეფოს, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ვიზიტორების დასაკმაყოფილებლად. შეიქმნა პაკეტები, რომელიც ყველა ბარიერს ხსნის და მოიცავს აეროპორტის ტრანსფერს, ხუთვარსკვლავიან საცხოვრებელს და კერძო თარჯიმნებს. მარკეტინგული ნარატივი ვარაუდობს, რომ პაციენტი შეიძლება ჩამოვიდეს კბილების არასახარბიელო მდგომარეობით და ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდეს იდეალური, მბზინავი კბილებით.
თუმცა, ხშირად ვიზიტორები იღებენ ზედმეტად თეთრ, ერთგვაროვან გვირგვინებს, რომლის მისაღწევად საჭიროა ჯანსაღი ბუნებრივი კბილების აგრესიული დამუშავება. მიუხედავად იმისა, რომ მყისიერი შედეგები ვიზუალურად შთამბეჭდავია, ბიოლოგიური ფასი ხშირად მაღალია, რადგან შესაძლოა, ბუნებრივი კბილების შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს.
ამ მკურნალობის ჩატარების სიჩქარე ხშირად ძირითად რისკ-ფაქტორად მოიხსენიება, რადგან ტრადიციული აღდგენითი სტომატოლოგია, როგორც წესი, რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმე ეტაპს მოითხოვს ღრძილებისა და ძვლის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
ამ ინდუსტრიის აღმავლობა განუყოფლად არის დაკავშირებული სოციალური მედიის მარკეტინგის ძალასთან. ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Instagram და TikTok, გაჯერებულია დრამატული „ადრე და შემდეგ“ ტრანსფორმაციებით, რომლებსაც ხშირად აზიარებენ ცნობილი ინფლუენსერები. ისინი რთულ ქირურგიულ პროცედურებს გლამურულად და ხელმისაწვდომად აქცევს. შედეგად, ადამიანების აღქმაში სტომატყოლოგიურ პროცედურებთან დაკავშირებული რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.
სამომხმარებლო კონტენტი ქმნის FOMO-ს (შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიშის) განცდას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იდეალური ღიმილი სოციალური წარმატების წინაპირობაა.
ვირტუალური კონსულტაციები ხშირად გაყიდვებს კლინიკურ შეფასებაზე მეტ უპირატესობას ანიჭებს, რაც არარეალურ მოლოდინებს იწვევს.
ვრცელდება ფილტრის მსგავსი შედეგების დაპირებები, რაც თითოეული პაციენტის უნიკალურ ანატომიური საჭიროებებს უგულებელყოფს.
ადამიანები ქირურგიულ პროცესზე მეტად ესთეტიკურ შედეგზე ფოკუსირდებიან. ეს მარკეტინგული ტაქტიკა ხშირად გვერდს უვლის ინფორმირებული თანხმობის კრიტიკულ ეტაპს. პაციენტებმა ხშირად არ იციან „ხიდების“ სამუშაოების,
ხანგრძლივი მოვლის სპეციფიკა და იმპლანტების წარუმატებლობის მაღალი მაჩვენებლის შესახებ.
პაციენტების სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, შიდა ჯანდაცვის სისტემებში მეორადი კრიზისი ჩნდება. სტომატოლოგებს სულ უფრო ხშირად სთხოვენ საზღვარგარეთ შესრულებული დაბალი ხარისხის სამუშაოთი გამოწვეული გართულებების აღმოფხვრას. გავრცელებული პრობლემებია ქრონიკული ინფექციები, არასწორად დამონტაჟებული ხიდები და ნერვების დაზიანება, რაც გადაჭარბებული დამუშავებით არის გამოწვეული. იმის გამო, რომ თავდაპირველი მკურნალი კლინიცისტი ათასობით კილომეტრის დაშორებით იმყოფება, შემდგომი მოვლის სასიცოცხლო ფაქტორი პრაქტიკულად არ არსებობს.
ამერიკის და ბრიტანეთის სტომატოლოგიურმა ასოციაციებმა მრავალი გაფრთხილება გაავრცელეს იმის შესახებ, რომ პრობლემაა ზოგიერთ ქვეყანაში საერთო მარეგულირებელი ჩარჩოს არარსებობა. ეს კი პაციენტებისთვის მდგომარეობას ართულებს იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის შემდეგ რამე არასწორად წარიმართება. გრძელვადიანი დაგეგმვა ხშირად ეწირება დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას, თუმცა სტომატოლოგიური მომსახურება ერთჯერადი შენაძენი არ არის; ეს არის მთელი ცხოვრების ვალდებულება. წარუმატებელი უცხოური პროცედურის გამოსწორებასთან დაკავშირებული ხარჯები ხშირად გაცილებით აღემატება საწყის დანაზოგს, რაც იწვევს ფინანსურ და ფიზიკურ ტვირთს, რომელიც შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს.
საფრთხის შესამცირებლად, ჯანდაცვის სპეციალისტები პაციენტებს ურჩევენ, გადაამოწმონ არჩეული ქირურგის სერთიფიკატები ოფიციალური სამთავრობო რეესტრების მეშვეობით და მოითხოვონ დეტალური მკურნალობის გეგმები ფრენის დაჯავშნამდე.
ამასთან, ამ სექტორის მომავალი შეიძლება დამოკიდებული იყოს სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტების შემოღებაზე. სანამ ასეთი დაცვა არ იქნება ამოქმედებული, პასუხისმგებლობა, განასხვავოს ლეგიტიმური კლინიკური შესაძლებლობა საშიში მარკეტინგული ხრიკისგან, მთლიანად ინდივიდზეა.
„რადგან სამყარო უფრო და უფრო დაკავშირებული ხდება, სტომატოლოგიური კაბინეტის საზღვრები გააგრძელებს გაფართოებას, მაგრამ შეხორცებისა და ქსოვილების შენარჩუნების ბიოლოგიური კანონები უცვლელი რჩება, დანიშნულების ადგილის მიუხედავად,“ - ნათქვამია Travelandtourworld-ის სტატიაში.





