2026 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში 7691 ხანძარი დაფიქსირდა. ამ მიზეზით დაიღუპა 36, ხოლო დაშავდა 150 ადამიანი. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, 2025 წლის იგივე პერიოდში ქვეყანაში უფრო მეტი, 11 722 ხანძარი დაფიქსირდა, დაშავდა 138, ხოლო დაიღუპა 41 ადამიანი.

წლების მიხედვით სტატისტიკა ასეთია: 2025 წელს დაიღუპა 61 და დაშავდა 183;

2024 წელს დაიღუპა 42 და დაშავდა 241 ადამიანი.

2023 წელს ხანძრებს 51 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 205.