ევროპის რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, 19-25 აპრილის დღეებში აღინიშნება ევროპის იმუნიზაციის კვირეული.
ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრის დირექტორი ციცო დილებაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, კვირეული შეახსენებს მოსახლეობას პროფილაქტიკური აცრების მნიშვნელობას, სიკეთესა და სხვადასხვა აცრასდაქვემდებარებული ინფექციური, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიში ინფექციური დაავადებების უალტერნატივო პრევენციას.
დილებაშვილი აღნიშნავს:
„შევხვდეთ იმუნიზაციის კვირეულს სათანადოდ და რაც მთავარია, ბავშვების ჯანმრთელი, ხანგრძლივი, ხანგრძლივი ცხოვრების გზის გავლას მომზადებულნი: 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩატარებული კალენდარული აცრებით- ტუბერკულოზი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, B ჰეპატიტი, ბ ტიპის ჰემოფილუს ინფლუენცა, როტავირუსული, პნევმოკოკური ვაქცინებით (შესაბამისი ასაკობრივი რევაქცინაციებით 18 თვის, 5 და 14 წლის ასაკში); 1 წლის და 5 წლის ასაკში ჩატარებული კალენდარული აცრებით - წითელა, წითურა, ყბაყურა;
10-11-12 წლის ასაკში- ჩატარებული ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრებით მოცვის მაღალი მაჩვენებლით გოგონებში და ვაჟებში; მოზრდილებში/ზრდასრულებში ეპიდჩვენებითი აცრებით- (დიფთერია, ტეტანუსი, წითელა, წითურა, B ჰეპატიტი-სხვადასხვა პროფესიული საქმიანობის პირებში, ასევე, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრებით 13-45 წლის ასაკში).
ჩემი მოკრძალებული შეფასებებით:
მუშაობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ, ზოგადად, ჩვენი მოსახლეობის, მშობლების მენტალური დამოკიდებულებები პროფილაქტიკური კალენდარული და სტრატეგიული ვაქცინებით ჩატარებული აცრების მიმართ აღმატებული, მტკიცე და შედეგებზე ორიენტირებულია. მიუხედავად ვაქცინაციის მიმართ გამიზნული თუ გაუმიზნავი დისკრედიტაციის მცდელობისა, ჩვენ ერთ ჯანსაღ მხარს აღმოვჩნდით:
ვ ა ქ ც ი ნ ა ც ი ა აღმოფხვრის ჯანმრთელობის საფრთხეებს;
ვ ა ქ ც ი ნ ა ც ი ა საუკეთესო დაცვაა გადამდები დაავადებებისაგან;
ვ ა ქ ც ი ნ ა ც ი ა მედიცინის და ზოგადად, მეცნიერების ერთერთი უდიდესი მიღწევაა, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა;
ვ ა ქ ც ი ნ ა ც ი ა ყ ვ ე ლ ა ს თ ვ ი ს
ხ ე ლ მ ი ს ა წ ვ დ ო მ ი ა;
ჩვენს ცენტრს გააჩნია სათანადო რესურსი, საგანმანათლებლო საქმიანობით დაეხმაროს მშობლებს, ექიმებს და ასევე, სამედიცინო დაწესებულებები უზრუნველყოს ბავშვთა კონტინგენტისათვის საჭირო რეკომენდებული ვაქცინებით, მისი სათანადო პირობებში შენახვით და განაწილებით ,,ცივი ჯაჭვის პრინციპების“ დაცვით.
დაინტერესდით თქვენი შვილების აცრის სტატუსით, ხომ არ გამოგრჩათ რომელიმე ასაკობრივი აცრა, დაუკავშირდით ოჯახის ექიმებს, პედიატრებს, იმუნიზაციის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირებს, ისინი ამ საქმის პროფესიონალები არიან, გაიზიარეთ მათი რჩევები, მიიღეთ სათანადო გადაწყვეტილებები და დაიცავით თქვენი შვილები აცრასდაქვემდებარებული მძიმე ინფექციური დაავადებებისაგან.“





