უსაფრთხოების მსოფლიო დღეს, შრომის ინსპექციის სამსახური სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევების სტატისტიკას აქვეყნებს.

სამსახურის მონაცემებით, სტატისტიკა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

კერძოდ, უწყების მონაცემებით, 2024 წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად აღრიცხული ინციდენტების რაოდენობა 23%-ითაა შემცირებული  2023 წელთან შედარებით.


2024 წელს საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად მძიმედ დაშავებულ დასაქმებულთა რაოდენობა 22%-ით არის შემცირებული  წინა წელთან შედარებით, ხოლო  საშუალო სიმძიმით დაშავებულ დასაქმებულთა რაოდენობა 2024 წელს შემცირებულია 26%-ით.

შრომის უსაფრთხოების ნორმებზე ზედამხედველობის მიმართულებით 2024 წელს, უწყებამ 3201 ინსპექტირება ჩაატარა. შედეგად, შემოწმდა 1901 ობიექტი და ინსპექტირება შეეხო 84 157-მდე დასაქმებულ პირს. გაიცა 20 081 მითითება, რომლისთვისაც ჯამში შედგა 2279  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. 


ადმინისტრაციული სახდელის სახედ ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი:

2024 წელს 2022 წელთან შედარებით შემცირებულია 11 %-ით, 2023 წელთან შედარებით 6%, რაც უწყების მხრიდან განხორციელებული ღონისძიებების გათვალისწინებით კანონის ეფექტური აღსრულების უმნიშვნელოვანეს ინდიკატორად შესაძლოა მივიჩნიოთ.


ყოველწლიურად მზარდია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ჩატარებული გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირებების რაოდენობა. 


გეგმური ინსპექტირებების შედეგად შემოწმებული ობიექტების რაოდენობა. 2024 წელს:
2021 წელთან შედარებით გაზრდილია 4,5 ჯერ
2022 წელთან შედარებით გაზრდილია 1,7 ჯერ
2023 წელთან შედარებით გაზრდილია 1,2 ჯერ

სამსახურის მიერ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ნორმების დარღვევის შესაბამისად, 2282 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა შემდეგი ადმინისტრაციული სახდელი:
გაფრთხილების თაობაზე 1804
შეჩერების თაობაზე 134
ჯარიმის თაობაზე 344
რაც შეეხება სამუშაო ადგილზე მომხდარ ფატალურ შემთხვევებს, 2024 წელს 33 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2018 წელთან შედარებით  44 %-ით არის შემცირებული. ცნობისთვის: 2023 წელს დაღუპულთა რაოდენობა 34 იყო, 2022-ში -35, 2021 წელს 37, ხოლო 2020-ში 39.