კონსალტინგური კომპანიის Market.us-ის მონაცემებით, 2032 წლისთვის სამედიცინო ტურიზმის მსოფლიო ბაზარი 35,9 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 11,7 მილიარდი იყო. შესაბამისად, ზრდის ყოველწლიური ტემპი  უახლოეს წლებში 12,2% იქნება. 


მკვლევარები აცხადებრნ, რომ თანამედროვე სამედიცინო ბაზარზე აუცილებელია მოქნილი მიდგომები, ასევე ინოვაციური და ოპერატიული რეაგირება მოთხოვნაზე.

ამასთან, სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობები ქმნიან საკანონმდებლო ბაზებს, რომლებიც მიმართულია უსაფრთხოების ნორმების და ხარისხის დაცვისკენ და რომლებიც სულ უფრო მკაცრდება. ამ რეგულაციების მიზანია მომხმარებელთა მხრიდან ნდობის გამყარება და კონკურენტუნარიანობის გაზრდა.

ამიტომ სექტორს უნდა ჰქონდეს უნარი, მოახდინოს ადაპტაცია და ორიენტაცია რთულ ნორმატიულ გარემოსთან და უპასუხოს უმაღლეს საოპერაციო სტანდარტებს.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ტურიზმში ჩართულ სერვისის მიმწოდებლებს შორის უმეტესობა კერძო კლინიკებია.