ახალი პანდემია შესაძლოა, გრიპის ვირუსმა, ახალმა კორონავირუსმა ან ახალმა, აქამდე უნცობმა პათოგენმა გამოიწვიოს. 


ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა. 
მისივე თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მსოფლიო კორონავირუსის გაკვეთილებს დაივიწყებს, რადგან მისი ყურადღება სხვა კრიზისებზეა გადატანილი. ამიტომ, გებრეიესუსის შეფასებით, მსოფლიო ახალი პანდემიისთვის მზად არ არის.

მისი თქმით, თუ მსოფლიო არ აითვისებს პანდემიის გაკვეთილებს, მომდევნო პანდემია მას ძვირად დაუჯდება. მისივე განცხადებით, საუბარი არის არა იმაზე, იქნება თუ არა პანდემია, არამედ იმაზე, თუ როდის მოხდება ეს. 
„ეს რომ ხვალ მოხდეს, მსოფლიო ბევრი იმ პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდა, რომლებიც  კოვიდპანდემიის დროს გვქონდა,“ - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა და მოუწოდა ქვეყნებს, გადალახონ უთანხმოებები, რომლებიც პანდემიებისთვის მზადების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების შემუშავების პროცესში წარმოიქმნა.