ბავშვობაში ჯანსაღმა კვებამ, შესაძლოა, ადამიანებს 70 წლის ასაკამდე საღი გონება შეუნარჩუნოს და დემენციის განვითარებას ხელი შეუშალოს. ასეთი შედეგი აჩვენა ტაფტის უნივერსიტეტში (აშშ) მასშტაბურმა კვლევამ, რომლის მიზანიც იყო ჯანსაღი კვებასა და გრძელვადიან კოგნიტურ ჯანმრთელობას შორის კავშირის დადგენა. 


კვლევის თანახმად, იმ ადამიანებში, რომლებიც ბავშვობაში ბევრ ხილს, ბოსტეულსა და სასარგებლო ცხიმებს მიირთმევდნენ, ასაკთან ერთად კოგნიტური ფუნქციები ნარჩუნდება. კვლევის ავტორების განმარტებით, ჯანსაღი კვება დადებით გავლენას ახდენს ტვინის ჯანმრთელობაზე და ასაკში დემენციის, ასევე სხვადასხვა კოგნიტური დარღვევის რისკს ამცირებს. 

„ეს შედეგები ხაზს უსვამს ჯანსაღი კვების გრძელვადიან უპირატესობას. ჯანსაღ კვებით ჩვევებს, რომლებსაც ადამიანი ბავშვობაში ითვისებს,  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კოგნიტური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მთელი ცხოვრების განმავლობაში,“ - განაცხადა კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯონ სმითმა. 
კვლევაში მონაწილეობა მიიღო ათასობით ადამიანმა, რომლებიც 1950-იანი წლების შემდეგ დაიბადნენ. აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც ჯანსაღ კვებას მისდევდნენ, ასაკთან ერთად დემენციის სიმპტომების მიმართ უფრო გამძლეები აღმოჩნდნენ.

სმითი ასევე აღნიშნავს, რომ მშობლებსა და პედაგოგებს გადამწყვეტი როლი აქვთ ბავშვში ჯანმრთელი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში. 

ამიტომ, მისი თქმით, საგანმანათლებლო პროგრამები სწორედ ამაზე უნდა აკეთებდეს აქცენტს.