ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაასახელა 4 პროდუქტი, რომლებიც ყველაზე მეტ ადამიანს კლავს და მხოლოდ ევროპაში ყოველწლიურად 2,7 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. ეს პროდუქტებია: თამბაქო, ალკოჰოლი, წიაღისეული საწვავი და ძლიერად გადამუშავებული პროდუქტები. აღნიშნულის შესახებ ჯანმოს ევროპის ბიურო აცხადებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული მიზეზებით ყოველწლიურად 19 მილიონი ადამიანი იღუპება, რაც გარდაცვალების საერთო მაჩვენებლების 34 პროცენტს შეადგენს.

ჯანმო ასევე აღნიშნავს, რომ მწარმოებლები გაერთიანდნენ ტრანსნაციონალურ კორპორაციებში, რაც მათ საშუალებას აძლევს, გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ და სამართლებრივ მდგომარეობებზე. კერძოდ, ისინი ახერხებენ იმ ნორმატიული აქტების მიღების შეფერხებას, რომლებმაც შესაძლოა მათ მოგებაზე გავლენა მოახდინოს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საფრთხეს წარმოადგენს ამ კორპორაციების მარკეტინგული სტრატეგია. 
ამასთან, ჯანმოს ევროპული ბიურო ამბობს, რომ ორგანიზაცია გეგმავს პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას იმ იდეის პოპულარიზაციის მიზნით, რომ ადამიანები ნებისმიერ მოგებაზე მნიშვნელოვანნი არიან.