კომპანია Elephas-მა, რომელიც სიმსივნეების ვიზუალიზაციაზე მუშაობს, 55 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო.

ამის შესახებ თავად პლატფორმამ განაცხადა. შედეგად, მიზიდული სახსრების ჯამურმა მოცულობამ 116 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 


კომპანიაში თანხები ვენჩურულმა ინვესტორებმა და ვისკონსინის შტატის საინვესტიციო საბჭომ ჩადეს. 
სახსრების გაზრდაში მონაწილეობა მიიღეს კომპანიის სხვა ინვესტორებმაც. 


Elephas-ი ქმნის დიაგოსტიკის პლატფორმას, რომლის მიზანიცაა, გააკეთოს იმის პროგნოზი, თუ როგორი იქნება პაციენტის რეაქცია იმუნოთერაპიაზე. ამისთვის კი ის მეტაბოლური ვიზუალიზაციის მეთოდს იყენებს. 
იმუნოთერაპია - ესაა თერაპიული მიდგომა, რომელიც ადამიანის იმუნურ სისტემას კიბოსთან ბრძოლაში ეხმარება. 
კომპანია აანალიზებს სიმსივნის არქიტექტურას პაციენტის ბიოფსიის შედეგად და განიხილავს მკურნალობის პოტენციურ მეთოდებს, რათა მკურნალობაზე რეაქცია განსაზღვროს.


„მოხარულები ვართ ვიმუშაოთ კომპანიის მხარდამხარ, რათა დავიწყოთ  იმუნოთერაპიის ახალი დიაგნოსტიკური ერა, რომელიც გააუმჯობესებს როგორც თერაპიაზე ხელმისაწვდომობას, ისე პაციენტების მკურნალობის შედეგებს,“ - განაცხადა Venture Investors Health Fund-ის წარმომადგენელმა პოლ ვაისმა. 
იმუნოთერაპია გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კიბოს სამკურნალოდ. ამის მიუხედავად, კიბოს ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და ქირურგიული ჩარევა მკურნალობის პროცესში ყველაზე ფართოდ გამოიყენება.