ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ქართული კომპანიების მიმართ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებასა და სექტორის რეპუტაციის შელახვაზე საუბრობს და ბაზარზე არსებულ დეფიციტს რეფერენტული ფასების პოლიტიკით ხსნის.
„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს ფარმაცევტული დარგისადმი გავრცელებულ ბრალდებებს, რაც პირდაპირ ემსახურება ქართული, ეროვნული კომპანიების მიმართ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას და სექტორის რეპუტაციის შელახვას. ამ დარგმა ქვეყანაში შექმნა და უმაღლეს სტანდარტებზე აიყვანა დამოუკიდებელი ფარმაცევტული საქმიანობა, ასაქმებს ათიათასობით ადამიანს და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადასახადის გადამხდელი სექტორია ქვეყანაში.
ჩვენ ვცდილობდით, სექტორში წამოჭრილი პრობლემების თაობაზე საუბარი გადაგვეტანა რეგულატორთან სამუშაო ფორმატში, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, თანამშრომლობისა და კოლეგიალობის ნაცვლად, ვისმენთ უსაფუძვლო ბრალდებებს, რაც სავარაუდოდ მიზანმიმართულად ხორციელდება იმისათვის, რომ გადაიფაროს არასწორად შემუშავებული და გატარებული რეფორმები, ეს კი განაპირობებს იმ დეფიციტების წარმოშობას ბაზარზე, რომელიც ბოლო პერიოდში რეფერენტული ფასების დაწესების შემდგომ გაჩნდა.
ა/წლის 20 ივლისს გავრცელებულმა მორიგმა ბრალდებამ, რომელიც უკავშირდებოდა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე „დეპაკინ ქრონო“-ზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტების ე.წ. გამოვლენას, გადალახა სექტორისთვის ის მორალური ზღვარი, რამაც განაპირობა ჩვენი საჯარო დუმილის დარღვევა.
ჯანდაცვის სამინისტროს უსაფუძვლო ბრალდებებზე ჩვენი მხრიდან გაკეთდა განცხადება, სადაც განმარტებულ იქნა ყველა არსებული წინაპირობა, მაგრამ ვფიქრობთ, საზოგადოებამ კიდევ უფრო დეტალურად უნდა იცოდეს, თუ რა არის ნამდვილი მიზეზები, რაც განაპირობებს უკვე არსებულ და მომავალში მოსალოდნელ დეფიციტებს.
მედიკამენტ „დეპაკინ ქრონო“-თი ბაზრის მომარაგება ძირითადად ხდება მწამოებლის მიერ მოწოდებული და თურქეთიდან პარალელური იმპორტით შემოტანილი მარაგებით. ბაზრის ძირითადმა იმპორტიორებმა მედიკამენტი „დეპაკინ ქრონო“-ს იმპორტისთანავე განახორციელეს მისი განბაჟება, ყველა სტანდარტული და მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისობის შემოწმება და გაუშვეს მედიკამენტი რეალიზაციაში ქსელებსა და დამოუკიდებელ აფთიაქებში, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მედიკამენტი „დეპაკინ ქრონო“-ს მოწოდება ხორციელდება შეფერხებით, რაც გამოწვეულია მწარმოებლის მხრიდან შეფერხებული საწარმოო პროცესით და მომარაგებით. ასევე ვაცხადებთ, რომ ამ მედიკამენტის მოწოდება პარალელური იმპორტის რეჟიმით თურქეთიდანაც ვერ ხორციელდება, ვინაიდავ მისი ღირებულება აღემატება რეფერენტულ ფასს. საერთო ჯამში, დისტრიბუტორებს მიეწოდება შეკვეთილი რაოდენობიდან 20-დან 30 პროცენტამდე მედიკამენტი, ისიც შეფერხებებით. ამ პროცესში ვერანაირად ვერ მოხდება იმპორტიორ კომპანიებზე ისრების გადატანა და მათი მისტიურ გარიგებებსა თუ საბოტაჟში დადანაშაულება.
საზოგადოებისათვის ცნობილი უნდა გახდეს ის ფაქტიც, რომ არასწორი რეგულირების სისტემის გამო, რეფერენტული ფასის დადგენის შემდეგ, ვერ ხორციელდება ეპილეფსიის საწინააღდეგო სხვა მედიკამეტების იმპორტი აღნიშნიული ჯგუფიდან: ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 50მგ #56, ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 100მგ #56, ტეგრეტოლი CR ტაბლეტი 200მგ #20, ტეგრეტოლი ტაბლეტი 200მგ /TR/ #24, ფინლეპსინი ტაბლეტი 200მგ #50, ფინლეპსინი რეტარდი ტაბლეტი 200მგ #50, კარბამაზეპინი ტაბლეტი 200მგ #100, ლამიქტალი ტაბლეტი 50მგ #30, ლამიქტალი ტაბლეტი 100მგ #30, ლამიქტალი ტაბლეტი 25მგ #30, ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 25მგ #56 .
გაგიზიარებთ იმ ინფორმაციასაც, რაც მ/წლის დასაწყისში განვითარდა. სამინისტრომ უარი განაცხადა მწარმოებლის მიერ აღნიშნული მედიკამენტის გასაჩივრებულ ფასზე, რომელიც თავად სამინისტროს გამოთვლის მეთოდოლოგიასთანაც ვერ მოდიოდა შესაბამისობაში და მასზე რეფერნტული ფასი რჩება კრიტიკულ ნიშნულზე.
რომ არა სწორედაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, „დეპაკინ ქრონო“-სთან მიმართებითაც მსგავსი მდგომარეობა განვითარდებოდა, მაგრამ წარმოუდგენლად მიგვაჩნია ამ მედიკამენტის გარეშეც პაციენტების დატოვება და მხოლოდ მწარმოებლისა და ქართველი დისტრიბუტორების სოციალური პასუხისმგებლობის და ურთიერთთანამშრომლობის ხარჯზე მოხდა „დეპაკი ხრონო“-ს შენარჩუნება ბაზარზე .
ნათლად იკვეთება , რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული რეფერნტული ფასწარმოქმნის მოდელი არის ყველა ასპექტში ხარვეზიანი. იქნება ეს რეფერენტული ქვეყნების შერჩევა თუ ფასწარმოქმნის მექანიზმი და ა.შ. არ არის გათვალისწინებული ის გამოწვევები და რისკები, რაც ქართულ ბაზარზეა შექმნილი. ყველაზე ხარვეზიანია ფასწარმოქმნის ფორმულა/მეთოდოლოგია, ფასების გამოყვანა სუბიექტური მიდგომითა და დაშვებების ფორმატში ხდება. ამ მეთოდოლოგიის ანალიზისას გაირკვა , რომ არსებული ფორმულით გამოყვანილი ფასი იმდენად შეუსაბამოა, რომ თავად რეფერენტულ ქვეყნებშიც (საიდანაც უნდა იმპორტირდეს მედიკამენტი) თეორიულად ანალოგიური ფასების არსებობის შემთხვევაში, მედიკამენტების 90% დატოვებდა ბაზარს. ფასების ამ არასწორმა გამოთვლამ, განაპირობა სწორედ ის დეფიციტი, რაც ბაზარზე უკვე არის. მედიკამენტების დეფიციტური სია მომავალში გაიზრდება იმავე მარტივი მიზეზით , რაც არის არასწორად დასმული რეფერენტული ფასი. უბრალოდ ეს მედიკამენტები ვერ იქნება ფიზიკურად მოწოდებული ჩვენი ბაზრისთვის. ამ ეტაპზე , სამინისტროს მიერ, რეფერენტული ფასი დადგენილია 1620 დასახელების მედიკამენზე, თუმცა დღეის მდგომარეობით საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ 600 დასახელებამდე მედიკამენტი.
ჯანდაცვის სამინისტრომ არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ საჯაროდ გამოვაქვეყნოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, პირველ რიგში რეფერენტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტებით. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არასწორად გატარებული რეფორმის შედეგად ბაზარზე უკვე დეფიციტურია მაღალი სანდოობისა და ხარისხის ევროპული მედიკამენტები.
ბაზარზე დარჩენილი ნაშთის (მიუხედავად იმ 6, 8 და 12 თვიანი წინასწარი მარაგებისა, რაც კომპანიებმა მ/წლის დასაწყისამდე შექმნეს ქვეყნისთვის) სრულად რეალიზაციის შემდგომ, საფასო პოლიტიკიდან და რეგულაციებიდან გამომდინერე, დისტრიბუტორები ვერ შემოიტანენ შემდეგ მედიკამენტებს:
ატროქსი 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 გლიფორი 1000მგ #100ტ ლევიციტამი ტაბ. 250მგ N60
ადვანტანი ემულსია 0.1% 20გრ ტუბი #1 გლუკოტონი ტაბ. MR 30მგ N30 GMP ლევიციტამი ტაბ. 500მგ N60
ადვანტანი კრემი 0.1% 15გრ ტუბი #1 გლუკოფაჟი ტაბ. 500მგ N30 ლიპრიმარი ტაბ. 10მგ N100
ადვანტანი მალამო 0.1% 15გრ ტუბი #1 გლუკოფაჟი ტაბ. 500მგ N60 ლიპრიმარი ტაბ. 20მგ N100
აზითრომიცინი ატრალი ტბ.500მგN3 დიგოქსინი ტაბ. 0.25მგ N50 ლოდიგრელი 75მგ #28ტ
აზითროსენსი ტაბ.500მგ N3 დილოქსოლი 75მგ #14ტ მაკროფლუდი 200მგ/5მლ 15მლ სუსპ
აზოქსინი 200მგ/5მლ 15მლ სუსპ. ესკოლანი ტაბლეტი 10მგ #30 მაქსაზიტი 200მგ/5მლ 15მლ სუსპ
ამვასტანი 10მგ #30ტ ესკოლანი ტაბლეტი 20მგ #30 მაქსაზიტი 500მგ #3ტ
ამვასტანი 40მგ #30ტ ვარფარინი-ნიკომედი ტაბლეტი 2.5მგ #100 მედროლი 4მგ #30
ამიოკორდინი ამპ. 150მგ/3მლ N5 ვარფარინი-ნიკომედი ტაბლეტი 2.5მგ #50 მედროლი ტაბ. 16მგ N50
ამიოკორდინი ტაბ. 200მგ N60 ვერაკოლი საინ. ფლ. 1გ მეთიპრედი ლიოფილიზატი ს/ ხ მოს.250მგ ფ #1
ამლოკარდი სანოველი ტაბლეტი 5მგ #30 ზიტო სუსპ.200მგ/5მლ 30მლ ფლ მელეფსინი 200მგ #50ტ
ამლოკარდი სანოველი ტაბლეტი 10მგ #30 ზიტო-500 ტაბ. 500მგ N3 მეტიპრედი ტაბლეტი 4მგ #30
ამლონორი 10მგ ტაბლეტი №30 (3X10) ინსუპრიდი 2მგ #30ტ ნიუცეფი 1გ ფლ+გამხსნელი 4მლ
ამლონორი 5მგ ტაბლეტი №30 (3X10) ინსუპრიდი 3მგ #30ტ ნობაქსინი ტაბ. 500მგ N3
ამლოციმი ტაბ.10მგ N100 ინსუპრიდი 4მგ #30ტ რიზოპროლი 10მგ #30ტ
ამოქსიც.(ჰიკონ) 250მგ. N16 ინსუფორი 1000მგ #30ტ სანაცეფი ფლ.1გ+ლიდოკაინი 3.5მლ
ამოქსიც.(ჰიკონ) 500მგ. N16 ინსუფორი 500მგ #30ტ სეფიქსი 1000მგ ფლ. N1
ანოვისი ტაბ.1მგ N30 ინსუფორი 850მგ #30ტ სოლუ-მედროლი ლიოფილიზატი ს/ხ მოს500მგ ფ+გ #1
ანოვისი ტაბ.2მგ N30 კარბამაზეპინი ტაბლეტი 200მგ #100 სოლუ-მედროლი ლიოფილიზატი ს/ხ მოს1000მგ ფ+გ #1
ანოვისი ტაბ.3მგ N30 კარდილოპინი 2.5მგ #30ტ სპილაქტონი ტაბ.25მგ N20
ანოვისი ტაბ.4მგ N30 კარდოლაქსი ტაბ. 50მგ N30 სტავრა ტაბ. 20მგ N30
ატროქსი 20მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 კარუმ-სანოველი 75მგ #28ტ სტაზექსი ტაბ.75მგ N10 GMP
ატროქსი 20მგ შემოგარსული ტაბლეტი №30 კლოპაცინი ტაბ.75მგ N28 ტანელები ტაბ. 5მგ N28
ატროქსი10მგ შემოგარსული ტაბლეტი №30 კოლოქსეტი 500მგ #120ტ ტარტრიაქსონი 1გ ფხვნილი ი.მ. საინექციო და ი.ვ. საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
ბაქტოქსი კაფსულა 500მგ #12 კორდარონი ი/ვ ხსნარი /ს 150მგ/3მლ ამპულა #6 ტეგრეტოლი CR ტაბლეტი 200მგ #20
ბაქტოქსი ფხვნილი სუს.მოს. 125მგ/5მლ 60მლ ფ #1 კორდარონი ტაბ.200მგ N30 (თურქეთი პარ. რეჟ.) ტეგრეტოლი ტაბლეტი 200მგ /TR/ #24
ბაქტოქსი ფხვნილი სუს.მოს.250მგ/5მლ 60მლ ფ #1 კორდიქსი 75მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14) ტორნაქსონი 1გ/3.5მლ გამხსნელით
ბენოდილი 0.25მგ/მლ ინჰ.სუს.N20 კორექტინი ტაბ. 5მგ N30 ფინლეპსინი რეტარდი ტაბლეტი 200მგ #50
ბენოდილი 0.5მგ/მლ ინჰ.სუს.N20 კორვიტოლი(მეტოპრ)ტაბ. 50მგ N50 ფინლეპსინი ტაბლეტი 200მგ #50
ბიდოპი ტაბლეტი 5მგ #28 კორტაირი სუს0.25მგ/მლ 2მლ#20 ქსელოდა ტაბ. 500მგ N120-S
ბიდოპი ტაბლეტი 10მგ #28 კორტაირი სუს0.5მგ/მლ 2მლ#20 ცეპიკი 1გ ფლ
ბიოტრაქსონი ფლ.1გ N1 ლამიქტალი ტაბლეტი 25მგ #30 ცეფტრიოვიტა 1000მგ ფხვ+გამხ.
ბისენიუსი ტაბლეტი 10მგ #30 ლამიქტალი ტაბლეტი 50მგ #30 ციტოზარი ლიოფილიზატი ს/ხ მოს 100მგ ფ #1
ბისოპროლოლი-APO ტაბლეტი 5მგ #100 ლამიქტალი ტაბლეტი 100მგ #30 ხარტანი 50მგ შემოგარსული ტაბლეტი №30
ბისოპროლოლი-APO ტაბლეტი 10მგ #100 ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 25მგ #56
გლემპიდი 2მგ #30ტ ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 50მგ #56
გლემპიდი 3მგ #30ტ ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 100მგ #56
გლემპიდი 4მგ #30ტ ლევეტირაცეტამი ტაბ.1000მგ N50
აქვე დავძენთ, რომ დისტრიბუტორებს ,მარაგების განაშთვის შემდგომ, ჯერ კიდევ არ აქვთ მიღებული 2024 წლისთვის დასტური შემდეგი მედიკამენტების მოწოდებაზე:
აზინფექსინი ტაბ.250მგ N6 ევალეპი ტაბ. 500მგ N50
აზინფექსინი ტაბ.500მგ N3 ევალეპი ტაბ.1000მგ N50
ათეროქსი 10მგ ტაბ. N30 ზენსონიდი 0.5მგ/2მლ 2მლN10საინ
ათეროქსი 20მგ ტაბ. N30 მედეოდექსი 1გრ ფლ+გამხს.
ათეროქსი 40მგ ტაბ. N30 მეპრილი ტაბ. 1მგ N30
ასფორმინი 850მგ ტაბ. N100 მეპრილი ტაბ. 2მგ N30
ასფორმინი ტაბ. 1000მგN100 მეპრილი ტაბ. 3მგ N30
ბიქსონი ფლ.1გ+3.5მლ გამხ.N1 მეპრილი ტაბ. 4მგ N30
ბუდესონიდი ინჰალერი 200მკგ მოდიპინი ტაბ. 5მგ N30
ბუდესონიდი ცხვ.სპრ.100მკგ 10მლ მოდიპინი ტაბ. 10მგ N30
ბუდესონიდი ცხვ.სპრ100მკგ.10მლ* სალბუაირი 2.5მგ/2.5მლ ინ.სუN60
დილუტიქსი ტაბ.75მგ N28 სალბუაირი 5მგ/2.5მლ ინჰ.სუსN60
ევალეპი ტაბ. 250მგ N50 სალბურესტი სიროფი 100მლ
ამ ყველაფერს ემატება ასევე სხვა გარემოებებიც. მნიშვნელოვანია თურქეთის ბაზარზე მედიკამენტებზე ფასების 30 %-ით ზრდა ( ამ ეტაპზე). ამ ფაქტორის გავლენა ჩვენს ეროვნულ ვალუტის ქცევასთან ერთობლივად უნდა იქნას გაანალიზებული. ასევე თურქული მხარე ვერ უზრუნველყოფს ჩვენს მიერ მოთხოვნილი შეკვეთების რაოდენობის სრულ მოწოდებას , რაც რისკის ქვეშ დააყენებს პარალელური რეჟიმით თურქეთიდან იმპორტირებულ კიდევ რიგ მედიკამენტებს. აქვე უნდა გაგიზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციაც - ჩვენი მეზობელი ქვეყანა, აზერბაიჯანი, უახლოეს პერიოდში, დაუშვებს მედიკამენტების პარალელური რეჟიმით იმპორტს თავისი ბაზრისთვის, რაც ავტომატურად შექმნის დეფიციტს თავად თურქეთიდან განსახორციელებელ მედიკამენტების რაოდენობაზე.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყვავის და უფრო მასშტაბურ ფორმებს იძენს შავი ბაზარი, რომელზეც არც ხარისხი და არც ფასი არ რეგულირდება. ეს კი ნამდვილად სიცოცხლისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი გამოწვევა და რისკია.
რეფერენტულ მოდელთან ერთად ხარვეზებით მუშაობს ონლაინ აღრიცხვის პროგრამა/პლატფორმაც, რომელშიც ყველა ფარმაცევტული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იყოს ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ ორთავე მხარე , რეგულატორი და სექტორი, ამ პორტალის ტექნიკური გამართვის საკითხზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, სწორედ ამ აღრიცხვის ხარვეზიან ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა ზემოაღნიშნული ქეისი მედიკამენტ „დეპაკინ ქრონო“-სთან დაკავშირებით. გაუმართავი პროგრამის, ბოლომდე დაუმუშავებელი პროცედურებისა და სამუშაო პროცესების ხარვეზიანი გაწერის გამო, კომპანიები ყოველდღიურად გაუგონარი წნეხისა და პრობლემების ფონზე ოპერირებენ. ნაცვლად იმისა, რომ სამინისტრომ თვალი გაუსწოროს არსებულ პრობლემებს, მოუსმინოს სექტორს, მიიღოს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის რეკომენდაციები ამ სამუშაო პროცესების გამართულად ოპერირებაზე, ჯანდაცვის სამინისტრო მიზანმიმართულ ბრალდებებს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ გადაფაროს ის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, რომელიც ბოლო პერიოდში გატარებულ რეფორმებს ახლავს.
ფარმაცევტოლი სექტორი კეთილსინდისიერად ემსახურებოდა და კვლავაც მოემსახურება საქართველოს მოსახლეობას და ქვეყნის მოთხოვნებს, ეს კი მხოლოდ მარეგულირებელთან ურთიერთთანამშრომლობით არის შესაძლებელი.
მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, პაციენტების და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გადაინაცვლოს კონსტრუქციულ სამუშაო და ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმზე.
ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას და ყველანაირად ემიჯნება ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას,“- ნათქვამია განცხადებაში.