2023 წლის იანვარ-აგვისტოში საიმპორტო სასაქონლო ჯგუფებს შორის დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ჯგუფი ლიდერთა სამეულშია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 957.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ჯგუფი 716.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 354.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.6 პროცენტი).

2022 წლის ანალოგიურ პერიოდში მედიკამენტების იმპორტის მოცულობა 268 687.2 მილიონი ლარი იყო და ასევე მესამე ადგილს იკავებდა.