საქართველოში მედიკამენტების იმპორტის ზრდის პარალელურად, იზრდება ექსპორტიც. საქსტატის 2023 წლის იანვარ-აგვისტოს წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში, საქართველოს ექსპორტში უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის დაფასოებული სამკურნალო საშუალებები მე-10 ადგილზეა - დასახელებულ პერიოდში ამ მიმართულებით ექსპორტმა 73 980.8 მილიონი დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 67 185.7 მილიონი იყო. შესაბამისად, ზრდამ 10% შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ იგივე პერიოდის, 2023 წლის იანვარ-აგვისტოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოში დაფასოებული მედიკამენტების იმპორტი 32%-ით გაიზარდა.

2023 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 368.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 411.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 10.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 169.3 მლნ. აშშ დოლარით (4.2 პროცენტი.
 მედიკამენტებზე კი ექსპორტის თითქმის 2% მოდის.