აგვისტოს მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მედიკამენტებს შორის ყველაზე მეტად, 22%-ით, ტკივილგამაყუჩებელი წამლები გაძვირდა.

საქსტატის ინფორმაციით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი პრეპარატების მიმართულებით 12%-იანი გაძვირება დაფიქსირდა, ვიტამინების - 11%-იანი.

უმნიშვნელოდ, 0,4%-თაა გაიაფებული ანტიბიოტიკები. 

1-4%-თაა გაიაფებული თერმომეტრები და წნევის საზომი აპარატები. 


ზოგადად კი, აგვისტოს თვის მონაცემებით, სამედიცინო აპარატურის, პროდუქციისა და აპარატურის ჯგუფში ფასები 8%-ით გაიზარდა.