ჯანდაცვის მინისტრმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა.


უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა სამინისტროში შედგა.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით,  წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციარებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა - პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს წამალი დაწესებულებაში დახვდება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.  პაციენტების განცხადებით კი, აღნიშნული ინიციატივა  მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობასა და თავად მკურნალობის პროცესს.


შეხვედრაზე ონკოლოგიის მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებზეც იმსჯელეს.